მტაცებელი (უცხოპლანეტელი)
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მტაცებელი არის გამოგონილი უცხოპლანეტელი არსება, ცნობილი ფილმების სერიიდან მტაცებელი. ახასიათებთ დაუცხრომელი მიდრეკილება ნადირობისაკენ, ძირითადად უცხოებზე და ადამიანებზე.
მტაცებელი პირველად გამოჩნდა 1987 წლის ფილმში მტაცებელი. ცნობილია რამდენიმე მაღალბიუჯეტიანი ფანტასტიკიდან: მტაცებელი 2 (1990), უცხო მტაცებლის წინააღმდეგ (2004) და უცხო მტაცებლის წინააღმდეეგ: რეკვიემი (2007), ასევე ნოველებიდან, კომიქსებიდან და ვიდეო-თამაშებიდან. განსაზღვრული სახელი ფილმებში ამ სახეობებს არ გააჩნიათ, ცივილიზაცია იწოდება როგორც იაუტჯა და ჰიში.
დიზაინი ეკუთვნის ძმებ ტომასებს (ჯიმი და ჯონი). მაღალგანვითარებული საზოგადოებაა. მტაცებლები ფლობენ ზემაღალი დონის ტექნოლოგიებს, რისი წყალობითაც შეუძლიათ სრული კომუფლაჟი ანუ შენიღბვა, გააჩნიათ ენერგიის ბლასტები და სხვა მრავალი იარაღი.