ბილობა-რიცი
ბილობა-რიცი (ლათ extractum ginko bilobae)- მცენარეული წარმოშობის პრეპარატი.
შემადგენლობა
პრეპარატის ერთი კაფსულა შეიცავს 40მგ ginko bilobae-ს ფოთლების მშრალ სტანდარტიზებულ ექსტრაქტს: 24% გინკგოს ჰეტეროზიდები (Ginkgo flavon glycosides) და 6% გიკგოლიდ-ბილობალიდები (Terpene lactones)
მოქმედების მექანიზმი
ექსტრაქტის აქტიური ნივთიერებები - ფლავონოიდური გლიკოზიდები, გინკგოლიდები და ბილაბოლიდები აუმჯობესებენ სისხლის მიმოქცევას და მის რეოლოგიურ მახასიათებლებს, აფართოებენ სისხლძარღვებს, აფერხებენ თრომბოციტების აგრეგაციას. პრეპარატი ახდენს მეტაბოლური პროცესების ნორმალიზებას, ახასიათებს ქსოვილებზე ანტიჰიპოქსიური მოქმედება. აუმჯობესებს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას, ჟანგბადისა და გლუკოზის მიწოდებას, ასევე კიდურებში სისხლის მიმოქცევას. აქვს გამოხატული შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება თავის ტვინსა და პერიფერიულ ქსოვილებზე.
ჩვენება
- თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა, რომელსაც ახლავს მეხსიერების, ყურადღებისა და ინტელექტუალური შესაძლებლობების დაქვეითება, შიშის შეგრძნება, თავბრუსხვევა, ყურებში ხმაური, ძილის დარღვევა.
- ქვედა კიდურებში სისხლის მიმოქცევის მოშლა, რომელსაც ახლავს ტკივილი სიარულის დროს, სიცივის შეგრძნება და პარესთეზიები.
უკუჩვენება
პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა.
უსაფრთხოების ზომები
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული, თუმცა, დადგენილი არ არის ნაყოფზე მისი უარყოფითი გავლენა.
დოზირება და მიღების წესი
ინიშნება თითო კაფსულა დღეში სამჯერ ჭამის შემდეგ. მდგომარეობის გაუმჯობესება აღინიშნება ერთი თვის შემდეგ. მკურნალობის ხანგრძლივობა სამი თვე.
გვერდითი მოვლენები
იშვიათად - კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის დარღვევა, თავის ტკივილი, კანზე გამონაყარი.
ვარგისიანობა და შენახვის პირობები
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 2 წელი, ინახება 10-15 oC ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
გამოშვების ფორმა
შეფუთვაში 20 კაფსულა, თითო 40 მგ.
დანიშნულება
ექიმის რეცეპტის გარეშე!