შინაარსზე გადასვლა

კაჭკაჭი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
16:23, 2 ივნისი 2023-ის ვერსია, 109.252.85.227 (განხილვა) (foto)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
კაჭკაჭი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  ბეღურასნაირნი
ოჯახი:  ყორნისებრნი
გვარი:  კაჭკაჭი
სახეობა:  კაჭკაჭი
ლათინური სახელი
Pica pica (Linnaeus, 1758)
დაცვის სტატუსი

შეცდომა: სურათი მცდარია ან არ არსებობს

ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 103727048
ესკიზის შექმნის შეცდომა:
Pica pica pica

კაჭკაჭი (ლათ. Pica pica) — ფრინველი ბეღურასნაირთა რიგისა ყორნისებრთა ოჯახისა. სხეულის სიგრძე 45–48 სმ აღწევს, მასა 250 გრამს. ფერად შავ-თეთრია; აქვს გრძელი, საფეხურისებრი ბოლო. გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, ჩრდილოეთ ამერიკაში. საქართველოში თითქმის ყველგან გვხვდება კაჭკაჭის ქვესახეობა აღმოსავლეთევროპული კაჭკაჭი (Pica pica fennorum). აღმოსავლეთ საქართველოში იგი მობინადრეა, დასავლეთ საქართველოს ზოგ ადგილას — მოზამთრე. ბინადრობს ბუჩქნარებსა და ტყისპირებში, ჭალებში. ბუდეს იკეთებს ხეზე. იკვებება მცენარეული და ცხოველური საკვებით. ანადგურებს მავნე მწერებს, რითაც ერთგვარი სარგებლობა მოაქვს.

ლიტერატურა

მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=კაჭკაჭი&oldid=6067“-დან