კარაკასის მეტროპოლიტენი
იერსახე
კარაკასის მეტროპოლიტენი | |
---|---|
ინფორმაცია | |
ქვეყანა | ვენესუელა |
ქალაქი | ფაილი:Bandera de Caracas.svg კარაკასი |
გახსნის თარიღი | 1983 წ. |
ხაზის სიგრძე | 51 km. |
სადგურთა რაოდენობა | 44 |
ხაზთა რაოდენობა | 3 |
მგზავრები დღეში | 1,320,000 (2007). |
მგზავრები წელიწადში | 481800000 |
ხაზების სქემა | |
ფაილი:Map of the Caracas metro.png |
კარაკასის მეტროპოლიტენი (ესპ. Metro de Caracas) — კარაკასის მიწისქვეშა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთ-ერთი სახეობა; ვენესუელა. მეტროს მშემებლობასა და მუშაობაზე პასუხს აგებს 1977 წელს დაარსებული სახელმწიფო კომპანია C.A. Metro de Caracas. კომპანია შექმნა და პირველი 30 წლის მანძილზე სათავეში ედგა ხოსე გონსალეს-ლენდერი.მეტრო 1983 წელს გაიხსნა და მას მერე კარაკასელთა სიამაყეს წარმოადგენს. ხაზები მეტწილად მიწისქვეშ არის გაყვანილი და ქვეყანაში ყველაზე დიდ საინჟინრო მიღწევად მიიჩნევა. სისტემა კარგად არის დაპროექტებული, ხოლო სუფთა სადგურები ქალაქის იერს უახლოვდება. მეტროპოლიტენის მიმდინარე დევიზია „ახალი მიმართულებების შეერთება“ („Enlazamos nuevos destinos“).
ხაზები და ისტორია
ხაზი | მონაკვეთი | გაფართოება | სადგურები | გადაჯდომა | აღნიშვნა |
---|---|---|---|---|---|
1 | Propatria ↔ Palo Verde | 20.4 კმ | 22 | 2 | თავდაპირველად 8 სადგურმა დაიწყო მუშაობა 1983 წ. 2 იანვარს და კიდევ სამჯერ განიცადა გაფართოება; უკანასკნელად 1989 წლის ნოემბერში. სადგური Capitolio გადაკეთდა რათა მგზავრებს გადაჯდომა შესძლებოდათ სადგურ El Silencio-ზე. ასევე ორჯერ გადაკეთებას დაექვემდებარა სადგური Plaza Venezuela 1994 და 2006 წლებში და სადგურ Zona Rental-ზე გაკეთდა გადასასვლელი საფეხმავლო ბილიკი. |
2 | El Silencio ↔ Zoológico | 18.6 კმ | 11 | 9 | მოკლე მანძილზე მგზავრობა 1987 წლის 4 ოქტომბერს გახდა შესაძლებელი და ბოლო გაფართოება უკვე 1988 წელს მოხდა. ხაზის თავდაპირველი მიმართულება შეიცვალა 2006 წლის 18 ივლისს 4 ხაზის გახსნამდე, რათა სადგური El Silencio გადასაჯდომი ბილიკით დაკავშირებოდა სადგურებს Las Adjuntas-სა და Zoológico-ს. |
Las Adjuntas ↔ Zona Rental | 23.1 კმ | 14 | 10 | Shortly after 4 ხაზი რომ გაიხსნა, დაერქვა 2 ხაზი, რადგან იმხანად კარაკასის მეტრო ორ ხაზს არ ანსხვავებდა საბოლოო სადგურების სხვადასხვაობის მიუხედავად. | |
3 | Plaza Venezuela ↔ El Valle | 5.7 კმ | 5 | 2 | 3 ხაზი 1994 წლის 18 დეკემბერს გაიხსნა. |
El Valle ↔ La Rinconada | 6.6 კმ | 2 | 1 | El Valle სადგურის ფლატფორმა საშუალებას იძლევა განსხვავებული ტიპის მატარებელი ჩამოდგეს, რაც მგზავრებს სხვადასხვა ტიპის მატარებლებში გადაჯდომის საშუალებას აძლევს. ეს მომსახურება 2006 წლის 15 ოქტომბერს დაიწყო. |
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
- Metro de Caracas, C.A. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- UrbanRail > ამერიკა > ვენესუელა > კარაკასის მეტრო
- ალენ მორისონი ტრამვაის ადრეული სისტემები კარაკასში Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- კარაკასის მეტროს ხაზების სქემა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted