შინაარსზე გადასვლა

პაჩული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
22:20, 13 ოქტომბერი 2020-ის ვერსია, imported>ოქროს ბოტი (top: „{{ტაქსოდაფა *“ → „{{ტაქსოდაფა“ using AWB)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
პაჩული
ფაილი:Pogostemon cablin 001.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  ტოჩოსანნი
სახეობა:  პაჩული
ლათინური სახელი
Pogostemon patchouli
დაცვის სტატუსი

შეცდომა: სურათი მცდარია ან არ არსებობს

<templatestyles src="თარგი:Comment/styles.css" /><span class="ts-comment-commentedText" title="Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted">სტატუსი არ არის მითითებული
ძიება IUCN-ის ვებ-გვერდზე: ???

პაჩული (ლათ. Pogostemon patchouli) — მრავალწლოვანი ტროპიკულ ბუჩქბალახი ტუჩოსანთა ოჯახისა. ნახევარსფეროს ფორმა აქვს, სიმაღლე 70-100 სმ აღწევს. ახასიათებს მონოპოდიალური დატოტვა. მთავარი ღერო სწორმდგომია, ფოთოლი — კვერცხისებრი, მუქი მწვანე, შეიცავს 0,3% ეთერზეთს.

მცენარე კარგად იზრდება 20°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე. პაჩულის სამშობლოა ფილიპინები. გავრცელებულია ტროპიკული ჰავის ქვეყნებში. 1939 წლიდან მოჰყავთ აფხაზეთის ზღვისპირა სუბტროპიკულ ზონაში, აქ იგი ერთწლოვანია.

ამრავლებენ კალმით. კალამს აფესვიანებენ სათბურში სექტემბერ-ოქტომბერში. მინდორში რგავენ მაისში. სპეციფიკური სურნელებისა და ფიქსატორული თვისებების გამო პარფიუმერიაში იყენებენ. მოსავალს იღებენ ოქტომბერში. 1 ჰა-ზე მოდის 4-6 ტ ნედლეული.

ლიტერატურა

მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=პაჩული&oldid=61949“-დან