ყორანი
იერსახე
თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი
ყორანი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ფაილი:Corvus corax (Common Raven), Yosemite NP, CA, US - Diliff.jpg | |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Corvus corax (Linnaeus, 1758) | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
შეცდომა: სურათი მცდარია ან არ არსებობს ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშIUCN 3.1 Least Concern : 22706068 | |||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||
ფაილი:Corvus corax map.jpg | |||||||||||||||
ყორანი (ლათ. Corvus corax) — ფრინველი ბეღურასნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 65 სმ აღწევს. ფერად შავი, ლურჯი ან მწვანე, ლითონისებრი ბზინვარება დაკრავს. გავრცელებულია ევროპაში, აზიაში (გარდა სამხრეთ-აღმოსავლეთისა), ჩრდილოეთ აფრიკასა და ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკაში. საქართველოში ყველგან გვხვდება, მჭიდროდ დასახლებული ადგილების გარდა. ზამთარში მცირერიცხოვანი გუნდებით ნომადობს. ბუდეს იკეთებს ხეზე, კლდეზე, მდინარის ციცაბო ნაპირზე, მაღალ შენობაზე (ზოგჯერ იმავე ბუდეს თაობებიც იყენებენ). დებს 4–5 (7-მდე) კვერცხს, ინკუბაცია გრძელდება 21 დღე-ღამეს. პოლიფაგია, მაგრამ ძირითადად მძორით იკვებება.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1986. — გვ. 659.