იაპონური თუიოფსისი
იერსახე
იაპონური თუიოფსისი[1] (ლათ. Thujopsis dolabrata) — მცენარე კვიპაროზისებრთა ოჯახისა. მარადმწვანე ხეები და ბუჩქებია. მისი სამშობლოა ცენტრალური იაპონია, სადაც იგი გავრცელებულია მთის ტყეებში ტენიან ნიადაგებზე, ზღვის დონიდან 400-დან 1000 მ-მდე.[2] სიმაღლეში აღწევს 35 მეტრს.[3] იზრდება ნელა, იტანს დაჩრდილვას, ტენის მოყვარულია, ვერ იტანს ჰაერისა და ნიადაგის სიმშრალეს. კარგად ხარობს ტენიან, თიხიან ნიადაგებზე. ყინვაგამძლეობით ხასიათდება. მრავლდება თესლით, კალმითა და მყნობით. იძლევა ძვირფას მერქანს.[2]
სქოლიო
- ↑ მაყაშვილი ა., ბოტანიკური ლექსიკონი[მკვდარი ბმული], თბ., 1961.
- ↑ 2.0 2.1 Туевик струговидный. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-22. ციტირების თარიღი: 2022-03-07.
- ↑ Туевик поникающий, или японский
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted