პუნსალმაგიინ ოჩირბატი
პუნსალმაგიინ ოჩირბატი | |
![]() პუნსალმაგიინ ოჩირბატი | |
მონღოლეთის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
21 მარტი 1990 – 20 ივნისი 1997 | |
მემკვიდრე | ნაცაგიინ ბაგაბანდი |
დაბადებული | 23 იანვარი 1942 ძაბხანის აიმაკი |
ეროვნება | მონღოლი |
რელიგია | ბუდიზმი |
პუნსალმაგიინ ოჩირბატი (დ. 23 იანვარი, 1942, ძაბხანის აიმაკი) — მონღოლი პოლიტიკოსი.
ბიოგრაფია
კომუნისტური მმართველობის დროს მუშაობდა ინჟინრად, შემდგომ ხდება ენერგეტიკისა და გეოლოგიის მინისტრი, ბოლოს კი საშინაო ვაჭრობის მინისტრი. 1990 წლის 21 მარტს ხდება სახალხო ხურალის თავმჯდომარე და ქვეყნის თავი. 1990 წლის 3 სექტემბერს, პარლამენტის სხდომაზე, თითქმის ყველა პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერით, არჩეულ იქნა მონღოლეთის პირველ პრეზიდენტად. 1993 წლის 6 ივნისს, არჩეულ იქნა მეორე ვადით. მიუხედავად ოჩირბატის დიდი პოპულარობისა, მმართველმა პარტიამ პარტიული გაზეთის რედაქტორის ადგილზე ლ.ტუდევის კანდიდატურა წარადგინა. ეს ფაქტი გამოიყენეს ოპოზიციურმა პარტიბმა: ნაციონალ-დემოკრატებმა და სოციალ-დემოკრატებმა და ოჩირბატი მათი პარტიის სახელით წარდგა საპრეზიდენტო არჩევნებზე. მიუხედავად პარტიის გამოცვლისა ოჩირბატმა მოიპოვა ხმათა 57,8%. მისი პრეზიდენტობის ვადა ამოიწურა 1997 წლის 20 ივნისს.
ოჯახი
ორჩიბათი დაოჯახებულია და ჰყავს ორი შვილი.
წინამორბედი: |
მონღოლეთის პრეზიდენტი 1990 – 1997 |
შემდეგი: ნაცაგიინ ბაგაბანდი |