შინაარსზე გადასვლა

რაბინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
13:34, 28 იანვარი 2024-ის ვერსია, imported>J4keeS237
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
ფაილი:Reb Moshe Feinstein.jpg
რაბინი მოშე ფაინშტეინი.

რაბინი (ძვ. ებრ. რაბი „ჩემი მოძღვარი“) — ებრაული თემის სულიერი მოძღვარი, აღჭურვილი რელიგიის, სასამართლო და აღმზრდელობითი ფუნქციებით, იუდაისტური რელიგიის კულტის მსახური. ებრაული კანონით, რაბინი შეიძლება იყოს ის, ვინც სათანადოდ არის დაუფლებული ღვთისმეტყველებას და მორწმუნეა. რაბინატის ინსტიტუტი ევროპული წარმოშობისაა, კერძოდ, მის სამშობლოდ ესპანეთი ითვლება. რაბინი საპატიო თანამდებობაა.

თავდაპირველად რაბინები გასამრჯელოს არ იღებდნენ, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ებრაელთა რბევა, ჯვაროსნული ლაშქრობები დაიწყო და მათი ეკონომიური მდგომარეობა გაუარესდა, რაბინებს ჯამაგირი დაუნიშნეს. რაბინი არის თემში პირველი პირი და თემის წარმომადგენელი ხელისუფლების წინაშე.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

თარგი:ავტორიტეტული წყაროები

მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=რაბინი&oldid=65902“-დან