თედო რაზიკაშვილი
თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
დაბადების თარიღი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
დაბადების ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
გარდაცვალების თარიღი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
გარდაცვალების ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
დასაფლავებულია | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ფსევდონიმი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
საქმიანობა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ენა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ეროვნება | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
მოქალაქეობა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ალმა-მატერი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
პერიოდი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ჟანრი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
Magnum opus | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ჯილდოები | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
მეუღლე | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
პარტნიორ(ებ)ი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
შვილ(ებ)ი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ნათესავ(ებ)ი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
Script error: No such module "collapsible list". | |
ხელმოწერა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
საიტი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
![]() |
თედო პავლეს ძე რაზიკაშვილი (დ. ივლისი, 1869, ჩარგალი, ახლანდელი დუშეთის მუნიციპალიტეტი — გ. 19 იანვარი, 1922, ხელთუბანი, ახლანდელი გორის მუნიციპალიტეტი, დაკრძალულია თბილისში, დიდუბის პანთეონში) — ქართველი მწერალი. ვაჟა-ფშაველასა და ბაჩანას ძმა.
ბიოგრაფია
ექვსი წლის შეიყვანეს ჩარგლის დაწყებით სკოლაში. 1889 წელს დაამთავრა გორის სამასწავლებლო (საოსტატო) სემინარია. 1890-1905 წლებში იყო ხელთუბნის სკოლის მასწავლებელი. 1905 წელს რევოლუციური საქმიანობისათვის სამუდამო გადასახლება მიუსაჯეს, მაგრამ მანიფესტმა მოუსწრო. 1906 წელს სახლკარი გადაუწვეს. ერთხანს ფშავში იმალებოდა. ვერაგულად მოკლეს ხალხის მტრებმა.
1890 წლიდან ქართულ ჟურნალ-გაზეთებში სისტემატურად იბეჭდებოდა რაზიკაშვილის ლექსები, მოთხრობები, პუბლიკაციური წერილები და სხვა. რაზიკაშვილმა განიცადა ხალხოსნების გავლენაც, მაგრამ როგორც მწერალი აღიზარდა სამოციანელების, განსაკუთრებით ილია ჭავჭავაძის შემოქმედებით პრინციპებზე. მის ნაწარმოებებში ჩაქსოვილია სამოციანელთა პროგრამული იდეები (მოთხრობები:„კოდალა“, 1900; „ცასწაალამ როგორ მოიხვეჭა სახელი“, 1906; ლექსი „ვაი ისე თუ სოფელმა...“, 1893 და სხვა). რაზიკაშვილის შემოქმედების მთავარი თემებია:პატრიოტიზმი (ლექსები: „ძმასთან მიწერილი“, 1891; „არაგვს“, 1898; „აკაკის“, 1919; მოთხრობა „ცირცელი“, 1899 და სხვა), ადამიანის რაობა და მისი ამქვეყნიური დანიშნულება (ლექსები: „ელეგია“, 1891; „გამხნევდით“, 1892; პოემა „შავი ფიქრები“, 1891 და სხვა), რევოლუციური სინამდვილე (ლექსები: „რაღა დროს ტკბილი ხმებია“, „გაზაფხული“, ორივე 1905; მოთხრობები: „ყორანი“, დაიბეჭდა 1934; „აშუღი მიმინო“, 1902; „გაზაფხულის სუნი“, 1905; „მოვლენ! მოვლენ!“, 1906 და სხვა).
განსაკუთრებით პოპულარულია რაზიკაშვილის საბავშვო მოთხრობები, რომელთა თემატიკავ ქართველი ხალხის ეროვნული და სოციალური თავისუფლებისათვის ბრძოლის ამოცანებით იყო განსაზღვრული. ჰუმანიზმითა და პატრიოტიზმით, ჩაგრულისადმი თანაგრძნობით გამსჭვალული რაზიკაშვილის თხზულებები თავისუფალია მშრალი დიდაქტიზმისაგან; ისინი მკითხველს ხიბლავენ მდიდარი ფანტაზიით, უშუალობითა და გულწრფელობით, მსუბუქი და ხატოვანი ენით; ბავშვს ძალდაუტანებლად აწვდიან ცოდნას ბუნების მოვლენების, ცხოველთა და ფრინველთა შესახებ („ნიბლია“, 1886; დაიბეჭდა 1891; „იის ამბავი“, 1890; „გარიელა“, 1892; „ფითრი“, 1896; „მონადირე“, 1903; „ქორის ბახალა“, 1908 და სხვა). რაზიკაშვილი ხალხური სიტყვიერების ცნობილი შემკრები იყო (შეკრიბა 3000-ზე მეტი ლექსი, 200-ზე მეტი ზღაპარი, ლეგენდა და სხვა), შეადგინა ხალხური ლექსიკონი (დაიბეჭდა „ივერიაში“, 1900).
1922 წელს მოკლეს ყაჩაღებმა სოფ. ხელთუბანში. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ლიტერატურა
- ზანდუკელი მ., ლიტერატურული ნარკვევები, ტ. 2, თბ., 1961;
- მახარაძე ა., ნარკვევები ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, გამოც. მე-3, ტ. 2 თბ., 1974;
- ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 4, თბ., 1974;
- კინწურაშვილი ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1984. — გვ. 290.
- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 312, თბ., 1994