შინაარსზე გადასვლა

არსენი (XIV საუკუნე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
19:13, 25 იანვარი 2018-ის ვერსია, imported>Zangala (93.177.173.202-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Otogi-ის მიერ რედაქტირებული ვერსია)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

არსენი — XIV საუკუნის ქართველი მხატვარი. 1381 მოხატა ჭულის ეკლესია (ადიგენთან). მხატვრობა ამჟამად ძლიერ დაზიანებულია. გუმბათში გამოსახულია ამაღლება, გუმბათის ყელზე — წინასწარმეტყველნი. აფრებში — მახარებელნი, საკურთხევლის კედელზე — მოციქულთა ზიარება და წმ. მამათა და დიაკონთა ფიგურები. საკუთრივ ნაოსის კედლებზე — სახარების სცენები, განკითხვის დღე და წმ. გიორგის ცხოვრების ამსახველი სიუჟეტები. სამხრეთის კედელზე სამცხის ათაბაგთა — ჯაყელების პორტრეტებია. ფიგურები უჩვეულოდ გრძელია, ნახატი — დუნე. არსენის ნამუშევრები ამ პერიოდის ქართული ფრესკებთან შედარებით დაბალი დონისაა.

ლიტერატურა