შინაარსზე გადასვლა

არსუკისძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
10:31, 24 სექტემბერი 2024-ის ვერსია, imported>Jaba1977
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
ფაილი:Svetitskhoveli Cathedral The Hand of the Architect.jpg
გონიოიანი ხელის რელიეფური გამოსახულება და წარწერა სვეტიცხოვლის ჩრდილოეთ ფასადზე, მთავარი სარკმლის ზემოთ

არსუკისძე (გ. 1029) — ქართველი ხუროთმოძღვარი, მცხეთის სვეტიცხოველის ამშენებელი. მისი სახელი ამოკვეთილია ორგან: ტაძრის აღმოსავლეთ ფასადზე, შუა თაღს ქვემოთ, მედალიონებში და ჩრდილოეთ ფასადის მთავარი სარკმლის ზემოთ, ორ ქვაზე, რომელთა შორის ჩასმულია მესამე ქვა ხელისა და გონიოს რელიეფური გამოსახულებით. წარწერა ასეთია:

ესკიზის შექმნის შეცდომა:
„ჴელი მონისა არსუკისძისაჲ. შეუნდვეთ.“

ტაძარი აგებულია 1010-1029 წლებში. უეჭველია, არსუკისძემ გამოიყენა ძველი (V-VI სს.) სვეტიცხოვლის ცალკეული ნაწილები, რათა სრულიად ახალი დამოუკიდებელი ნაწარმოები შეექმნა, რაც მოწმობს მთელი იმდროინდელი ქართული ხუროთმოძღვრების მხატვრულ სიმწიფეს და თვით არქიტექტორის შესანიშნავ მხატვრულ ნიჭს, დიდ პრაქტიკულ გამოცდილებასა და ოსტატობას. არსუკისძე უნდა იყოს ტაძრის დასავლეთით მდებარე კარიბჭის მშენებელიც. კარიბჭისა და ტაძრის ერთდროულობა ეჭვს არ იწვევს.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა