შინაარსზე გადასვლა

გინძა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
18:40, 24 აპრილი 2021-ის ვერსია, imported>გიო ოქრო (78.40.104.165-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Labadze Beqa97-ის მიერ რედაქტირებული ვერსია)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
ფაილი:Ginza02s3200.jpg
გინძა, ვაკოს უნივერსალური მაღაზია

გინძა (銀座) — უბანი ჩუოში, ტოკიო, იაესუსა და კიობაშის სამხრეთით და შინბაშის ჩრდილოეთით. ცნობილია, როგორც ძვირფასი მაღაზიების უბანი უნივერსამებით, სალონებით, რესტორნებითა და ყავახანებით. ფუფუნებით ერთ-ერთი ყველაზე განთქმული საყიდლების უბანი მსოფლიოში.

ისტორია

უბანს 1612 წელს, ედოს პერიოდში, აქ გახსნილი ვერცხლის მონეტების ზარაფხანის სახელი ეწოდა. თანამედროვე გინძა 1872 წელს გაშენდა, დიდი ხანძრის შემდეგ. ამ პერიოდში ეს უბანი წარმოშობით ირლანდიელი არქიტექტორი ტომას უოტერსის დაპროექტებული ორ- ან სამსართულიანი ჯორჯის ეპოქის სტილის აგურის სახლებით გაშენდა, სავაჭრო დუქნებით გარდიგარდმო ქუჩაზე შინბაშის ხიდიდან კიობაშის ხიდამდე ჩუოს სამხრეთდასავლეთ ნაწილში. ამ ევროპული სტილის შენობათა უმრავლესობა ამჟამად აღარ არსებობს, თუმცა ზოგიერთი ძველი შენობა დღესაც დგას, რომელთა შორის ყველაზე ცნობილია ვაკოს შენობა მისი საათის კოშკით.

გინძა პოპულარული ადგილი ხდება შაბათ-კვირას, როდესაც ჩრდილოეთ-სამხრეთის მთავარი არტერია მანქანებისთვის დაკეტილია. მოძრაობის შეზღუდვა 1960-იან წლებში დაიწყეს რიოკიჩი მინობეს მმართველობის პერიოდში.

მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=გინძა&oldid=68366“-დან