პორტალი:იაპონია/სექტემბერი
იერსახე
- 1877 : შიროიამას ბრძოლაში იაპონიის იმპერიულმა არმიამ გადამწყვეტი გამარჯვება მოიპოვა საცუმას აჯანყებულებზე (სურათზე).
- 1894 : პირველი ჩინეთ-იაპონიის ომის მეორე მნიშვნელოვან ბრძოლაში ფხენიანთან იაპონიამ გადამწყვეტი გამარჯვება მოიპოვა.
- 1905 : რუსეთ-იაპონიის ომი დასრულდა პორტსმუთის ხელშეკრულებით, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი თეოდორ რუზველტი შუამდგომლობდა.
- 1923 : კანტოს დიდმა მიწისძვრამ მიწასთან გაასწორა ტოკიო და იოკოჰამა და 105 000 ადამიანი იმსხვერპლა.
- 1940 : ბერლინის პაქტს მოაწერეს ხელი გერმანიამ, იაპონიამ და იტალიამ.
- 1945 : მეორე მსოფლიო ომის საბრძოლო ოპერაციები დასრულდა წყნარი ოკეანის რეგიონში — ხოლო იაპონიამ ჯავშნოსანზე USS Missouri ტოკიოს ყურეში საბოლოო კაპიტულაცია გამოაცხადა.
- 1972 : ჩინეთ-იაპონიის ურთიერთობები — იაპონიამ დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან.