მზის დაბნელება
მზის სრული დაბნელება |
„მზის სრული დაბნელება“ ხდება მაშინ როდესაც მთვარის დისკო სრულად იმეორებს მზის დისკოს ზომას, რითაც მზის ზედაპირი ქრება თვალთახედვის არეალიდან. |
Annular solar eclipsePartial solar eclipse |
მზის წრიული დაბნელება (მარცხნივ) ხდება, მაშინ როდესაც მთვარე დედამიწიდან ისე შორს იმყოფება რომ მისი დისკო ვერ ფარავს სრულად მზის დისკოს, რის გამოც გვერდებიდან შემოპარული მზის დისკო მთვარის გარშემო ქმნის წრეს. მზის ნაწილობრივი დაბნელების (მარჯვნივ) მთვარე ფარავს მხოლოდ მზის დისკოს ნაწილს. |
მზის დაბნელება — ბუნებრივი მოვლენა, ხდება მთვარის მოხვედრისას მზესა და დედამიწას შორის, რის გამოც დედამიწაზე მყოფი დამკვირვებლისთვის მზე სრულად ან ნაწილობრივ დაფარულია. ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ ახალ მთვარეზე, როდესაც მზე და მთვარე ერთმანეთს ეხებიან, როგორც ეს დედამიწიდან ჩანს. სულ მცირე ორი და მაქსიმუმ ხუთი მზის დაბნელება შეიძლება მოხდეს ყოველ წელს დედამიწაზე, რომელთაგან არც ერთი ან მაქსიმუმ ორი სრული დაბნელება შეიძლება იყოს. მიუხედავად ამისა, სრული დაბნელება იშვიათი მოვლენაა ნებისმიერ ადგილას, ვინაიდან ყოველი დაბნელებისას სისრულე არსებობს მხოლოდ ძალიან ვიწრო კორიდორის გასწვრივ მთვარის უმბრის შედარებით მცირე ნაწილზე.
მზის სრული დაბნელება საოცარი ბუნებრივი ფენომენია და მრავალი ადამიანი სპეციალურად მოგზაურობს შორი მანძილიდან ამ მოვლენაზე დასაკვირვებლად. ევროპაში 1999 წელს მზის სრულმა დაბნელებამ შესაძლებელი გახდა საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება ამ ფენომენზე. ბოლო მზის სრული დაბნელება მოხდა 2024 წლის 8 აპრილს ჩრდილოეთ ამერიკაში და მომავალი სრული დაბნელება იქნება 2026 წელს.[1]
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
- Predictions for Solar and Lunar Eclipses
- NASA Eclipse Web Site
- Detailed eclipse explanations and predictions, Hermit Eclipse
- Eclipse Photography, Prof. Miroslav Druckmüller
- Animated maps of 2009 solar eclipses Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted, Larry Koehn
- Five Millennium (−1999 to +3000) Canon of Solar Eclipses Database, Xavier M. Jubier
გალერეა
-
მზის სრული დაბნელების გეომეტრია
-
მზის დაბნელებისა და მისი ჩრდილების გამოსახვა (არ არის მასშტაბური)
-
ვიდეო მასალა
სქოლიო
- ↑ დღეს მზის დაბნელებაა. Amindi.ge. ციტირების თარიღი: 2 მაისი, 2024.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted