შინაარსზე გადასვლა

ელიზბარ თაქთაქიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
23:05, 20 ივლისი 2024-ის ვერსია, imported>Arkaitz1974
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი ელიზბარ გიორგის ძე თაქთაქიშვილი (დაახლ. 171716 დეკემბერი, 1765) — ქართლის თავადი, სურამის მოურავი (1752 წ.)

1765 წელს ერეკლე II-ის წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულების მონაწილე. იყო ახლო ნათესავი ერეკლე II-ის მოწინააღმდეგე დიდი ფეოდალებისა: თაქთაქიშვილის მეუღლე მარიამი გივი ამილახვრის შვილი იყო, ასული თინათინი — შეთქმულების ერთ-ერთი აქტიური წევრის — დავით ბატონიშვილის (აბდულა-ბეგის ძის) ცოლი. შეთქმულების დამარცხების შემდეგ თაქთაქიშვილს ყმა-მამული ჩამოართვეს და სიკვდილით დასაჯეს (ცეცხლში დაწვეს). მის ძეს, იასეს (ჩანს 1757–1784) ამოთხარეს ერთი თვალი და მოაჭრეს მარჯვენა ხელი.

ლიტერატურა