ალბანური დამწერლობა (კავკასია)
თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი
ალბანური დამწერლობა | ||
---|---|---|
ტიპი: | ანბანი | |
ენები: | კავკასიის ალბანეთის ენა | |
შექმნა | მესროპ მაშტოცი | |
დროის პერიოდი: | ||
წინამორბედი დამწერლობები: | ალბანური დამწერლობა | |
ალბანური დამწერლობა — ანბანური დამწერლობის ტიპი, რომელიც გამოიყენებოდა კავკასიაში ალბანური ენისათვის. დამწერლობის წერის მიმართულება იყო მარცხნიდან — მარჯვნივ. სავარაუდოდ, ძველ ალბანურ ანბანში 52[1]ასო-ნიშანი იყო. სომხური ტრადიციის მიხედვით, იგი მესროპ მაშტოცმა შექმნა სომხური ანბანის, ერკათაგირის შექმნის შემდეგ.
ისტორია
სომხური წყაროების მტკიცებით, ალბანური დამწერლობის შემოღება V საუკუნის სომეხ ისტორიკოსს, მესროპ მაშტოცს მიეწერება. ამგვარი ცნობა დაცულია V საუკუნის სომეხი ისტორიკოსის, კორიუნის თხზულებაში – „მაშტოცის ცხოვრება და მოღვაწეობა“.
ალბანური დამწერლობა არის ალბანური ენის მატიანე რომელიც თითქმის უკვალოდ გაქრა საზოგადოების თვალსაწიერიდან და გახდა მკვდარი ენა.
ალბანური დამწერლობის შესახებ პირველ სერიოზულ შრომებად ზაზა ალექსიძის გამოკვლევები ითვლება. ეს გამოკვლევები ეყრდნობა სინას მთაზე, წმ. ეკატერინეს მონასტრის კედლებში აღმოჩენილ პალიმფსესტურ ხელნაწერებს, რომლებიც დაახ. V-VII საუკუნეებით თარიღდება.
უნიკოდი
ბლოკი 10530—1056F უნიკოდის კონსორციუმის სიმბოლოების ოფიციალური ცხრილი | ||||||||||||||||
0 | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | A | B | C | D | E | F | |
U+1053x | 𐔰 | 𐔱 | 𐔲 | 𐔳 | 𐔴 | 𐔵 | 𐔶 | 𐔷 | 𐔸 | 𐔹 | 𐔺 | 𐔻 | 𐔼 | 𐔽 | 𐔾 | 𐔿 |
U+1054x | 𐕀 | 𐕁 | 𐕂 | 𐕃 | 𐕄 | 𐕅 | 𐕆 | 𐕇 | 𐕈 | 𐕉 | 𐕊 | 𐕋 | 𐕌 | 𐕍 | 𐕎 | 𐕏 |
U+1055x | 𐕐 | 𐕑 | 𐕒 | 𐕓 | 𐕔 | 𐕕 | 𐕖 | 𐕗 | 𐕘 | 𐕙 | 𐕚 | 𐕛 | 𐕜 | 𐕝 | 𐕞 | 𐕟 |
U+1056x | 𐕠 | 𐕡 | 𐕢 | 𐕣 | 𐕯 |
ლიტერატურა
- ზ. ალექსიძე, კავკასიის ალბანეთის დამწერლობა, თბ., 2000.
სქოლიო
- ↑ საქართველოს ხელნაწერთა ინსტიტუტი. ზაზა ალექსიძის მოხსენება.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-08-20. ციტირების თარიღი: 2009-09-13.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
რესურსები ინტერნეტში
- ზაზა ალექსიძე, ალბანური მწერლობის ძეგლი სინას მთაზე და მისი მნიშვნელობა კავკასიოლოგიისათვის Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Jost Gippert: The "Albanian" Alphabet as preserved in Armenian Tradition Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Zaza Aleksidze: A Breakthrough in the Script of Caucasian Albany Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Wolfgang Schulze “The Language of the ‘Caucasian Albanian’ (Aluan) Palimpsest from Mt. Sinai and of the ‘Caucasian Albanian’ inscriptions”
- Caucasian Albanian // საიტზე Omniglot