მათე მახარებელი
მათე მახარებელი, წმიდა მოციქული და მახარებელი მათე (სირ. ܡܬܝ, ძვ. ბერძნ. μαθθαιος, ებრ. מתי, ლათ. Matthaeus; დ. I საუკუნე, ქ. კაპერნაუმი, გალილეა — გ. დაახლოებით 74, ქალაქი მირმენა, ეთიოპია) — ძე ალფესი, ქრისტეს თორმეტ მოციქულთაგანი, პირველი სახარების ავტორი. დაწერა (დაახლოებით 41 წელს) ქრისტეს ამაღლებიდან 8 წლის შემდეგ. ებრაული ენის ასირიულ-ქალდეურ, ანუ არამეულ დიალექტზე. მართლმადიდებელ ეკლესიაში მახარებლის ხსენების დღეა — 16 (29) ნოემბერი და 30 ივნისი (13 ივლისი) [12 მოციქულის ხსენების დღე], ხოლო კათოლიკურ ეკლესიაში და სხვა დასავლურ ეკლესიებში — 21 სექტემბერი.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted წმინდა მათე, პეტერ პაულ რუბენსის პორტრეტი | |
დაიბადა | Script error: No such module "Separated entries". |
გარდაიცვალა | Script error: No such module "Separated entries". |
დასაფლავებულია | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
წმინდანად შერაცხვა | Script error: No such module "Separated entries". |
ხსენების დღე | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
სხვა სახელები | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
მოღვაწეობა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ენა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ეროვნება | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
სასწავლებელი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
პერიოდი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ცნობილი ნაშრომები | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
მეუღლე | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
შვილ(ებ)ი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ნათესავ(ებ)ი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
[[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში |
ცხოვრება
მათე მახარებელზე ინფორმაცია საკმაოდ მწირია. მასზე ცნობები მხოლოდ ახალ აღთქმასა: მათეს სახარება (10:3), მარკოზის სახარება (3:18), ლუკას სახარება (6:15) და საქმე მოციქულთაში (1:13) გვხვდება. მარკოზის სახარებაში იგი მოხსენიებულია, როგორც ლევი ალფესი, რაც ალფესის ძეს ნიშნავს.
„და წარ-რაჲ-ვიდოდა, იხილა ლევი ალფესი, მჯდომარე საზუერესა ზედა, და ჰრქუა მას: მომდევდი მე. და აღდგა და მისდევდა მას.“
| |
(მარკ. 2:14)
|
სახარების მიხედვით მათე მახარებელი მეზვერე (გადასახადების ამკრეფი) იყო. მას სტუმრობდა იესო ქრისტე კაპერნაუმში ყოფნის დროს, რის შემდეგაც მან დატოვა თავისი ოჯახი, ქონება და ქრისტეს მიმდევარი გახდა. სულთმოფენობის შემდეგ მათე მახარებელმა იქადაგა იერუსალიმში, მაკედონიაში, სირიაში, სპარსეთში, პართიაში, მიდიასა და ეთიოპიაში. მირმენაში ააშენა ტაძარი, სადაც ეპისკოპოსად თავისი მეგზური, პლატონი დაადგინა.
მათე მახარებლის სახარება, განსხვავებით იოანეს, ლუკას და მარკოზის სახარებებისაგან, ქრისტეს გენეალოგიის გადმოცემით იწყება და მასში ძირითადად საუბარია ქრისტეს ხორციელქმნასა და განკაცებაზე. ამ თავისებურების გამო მათე მახარებლის იკონოგრაფიული სიმბოლოა ფრთებიანი ყმაწვილი.
მათე მახარებელი მოწამეობრივად აღესრულა. X საუკუნეში წმინდანის ნაწილები სალერნოში საკათედრო ტაძარში გადაასვენეს.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
- ენციკლოპედია „საქართველო“
- წმიდა მოციქული და მახარებელი მათე
- წმიდა მოციქული მათე Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- სალერნოს საკათედრო ტაძრის საიტი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
სქოლიო
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted