შინაარსზე გადასვლა

ივ მონტანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
12:06, 21 თებერვალი 2022-ის ვერსია, imported>Zangala
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
ივ მონტანი
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დაბადების სახელი ივო ლივი
დაბადების თარიღი Script error: No such module "Separated entries".
გაუჩინარდა Script error: No such module "Separated entries".
გარდაცვალების თარიღი Script error: No such module "Separated entries".
დაკრძალულია Script error: No such module "Separated entries".
საქმიანობა მსახიობი, მომღერალი
აქტიური 1946-1991
წოდება Script error: No such module "Separated entries".
მშობლები Script error: No such module "Separated entries".
ხელმოწერა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

ივ მონტანი (ფრანგ. Yves Montand, ნამდვილი სახელი ივო ლივი; დ. 13 ოქტომბერი, 1921 — გ. 9 ნოემბერი, 1991) — იტალიური წარმოშობის ფრანგი მსახიობი და მომღერალი.

ბიოგრაფია

დაიბადა იტალიის ქალაქ მონსუმანო ალტოში. დაბადებიდან რამდენიმე თვეში მონტანის ოჯახი იტალიიდან საფრანგეთში გადადის საცხოვრებლად. მონტანი მარსელში გაიზარდა, სადაც ახალგაზრდობაში მისი დის სადალაქოში მუშაობდა, მოგვიანებით კი დოკერად, ქალაქის პორტში. შოუ-ბიზნესში კარიერა მიუზიკ-ჰოლის მომღერლად დაიწყო. 1944 წელს ედიტ პიაფმა აღმოაჩინა პარიზში და საკუთარ დასშო აიყვანა, და მისი მენტორი და საყვარელი იყო.

მონტანს საერთაშორისო აღიარება მრავალრიცხოვან ფილმებში გადაღებულმა როლებმა მოუტანა. 1951 წელს ცოლად ირთავს მსახიობ სიმონა სინიორეს, რის შემდეგაც ისინი ერთობლივად მონაწილეობენ რამდენიმე ფილმში მთელი კარიერის განმავლობაში. ქორწინება საკმაოდ ჰარმონიული იყო და სიმონის გარდაცვალებამდე გრძელდებოდა (1985), მიუხედავად მონტანის გახმაურებული სასიყვარულო ურთიერთობებისა, მათ შორის მერილინ მონროსთან, რომელთ ერთადაც მონტანს მონროს ერთ-ერთ ბოლო ფილმში, „სიყვარულით გატაცებული“, აქვს როლი შესრულებული.

1986 წელს, იმ დროს როდესაც მისი პოპულარობა მნიშვნელოვნდა დაცემული იყო, 65 წლის მონტანი ასრულებს მის ერთ-ერთ საუკეთესო როლებს ორ-ნაწილიან ფილმში: „ჟან დე ფლორეტი“, ჟერარ დეპარდიესთან ერთად და „მანონი წყაროდან“, ემანუელა ბეართან. ფილმმა მსოფლიო კრიტიკოსთა უმაღლესი შეფასება მიიღო და მონტანის პოპულარობა მნიშვნელოვნად გაზარდა.

მისი ერთადერთი შვილი, ვალენტინ მონტანი, მისი თანაშემწის კეროლ ამიელის ვაჟი, 1988 წელს დაიბადა. ცხოვრების ბოლო წლებში პროვანსში ცხოვრობდა. დაკრძალულია პერ-ლაშეზის სასაფლაოზე, პარიზში, საფრანგეთი.

ფილმოგრაფია

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1953 შიშის საფასური Le Salaire de la Peur მარიო
1960 სიყვარულით გატაცებული Let's Make Love კლემენ დუმასი
1961 გიყვართ ბრამსი? Aimez-vous Brahms? როჟე
1969 ძეტა Z გრიგორის ლამბრაკისი
1986 ჟან დე ფლორეტი Jean de Florette სეზარ სუბერანი
1986 მანონი წყაროდან Manon des sources სეზარ სუბერანი

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

თარგი:ავტორიტეტული წყაროები