შინაარსზე გადასვლა

დემავენდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
11:34, 17 აპრილი 2021-ის ვერსია, imported>Otogi (— ქართული საბჭოთა ენციკლოპედია)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
დემავენდი
ესკიზის შექმნის შეცდომა:
დემავენდი
კოორდინატები: თარგი:Nobr
ქვეყანა ესკიზის შექმნის შეცდომა:  ირანი
სიმაღლე 5610 
ქედი ელბურსი
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

დემავენდი (სპარს. دماوند) — პოტენციურად მოქმედი ვულკანი ირანში, ელბურსის ქედზე. ადმინისტრაციულად მოქცეულია მაზანდარანის ოსტანის ტერიტორიაზე. სიმღლე 5610 მ.[1] წარმოადგენს ირანის უმაღლეს წერტილს. დემავენდის დამრეცი კონუსის სიმაღლე ქედის თხემიდან 1,5 კმ. აგებულია ძირითადად ანდეზიტური ლავებით. არის თანამედროვე მყინვარები. კალთებზე ცხელი აირებისა და გოგირდოვანი წყაროების გამოსასვლელებია.

1944 წელს დემავენდზე ჩატარდა პირველი საბჭოთა მასობრივი ასვლა, რომელსაც ქართველი მთასვლელები კონსტანტინე ჯავრიშვილი (საერთო ხელმძღვანელი), კ. ასტახიშვილი, ი. ივანიშვილი და რ. ჩხეიძე ხელმძღვანელობდნენ.[2] მითოსის თანახმად, თრაეტონამ აქ მიაჯაჭვა აჟიდაჰაკა, რომელიც აქ, ცეცხლისმფრქვეველ ღრმულში ამაოდ ღრღნის ბორკილებს.[3]

სქოლიო

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted