მექსიკის დეპუტატთა პალატა

04:32, 6 ივნისი 2023-ის ვერსია, imported>Jaba1977
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

მექსიკის დეპუტატთა პალატა (ესპ. Cámara de Diputados) — მექსიკის ორპალატიანი კონგრესის ქვედა პალატა, რომლის წევრებსაც ირჩევენ 3 წლის ვადით.

შემადგენლობა

დეპუტატთა პალატა შედგება მექსიკის ყოველ 200 000 მაცხოვრებელზე ერთი ფედერალური დეპუტატისაგან, რომელთა რიცხვი ამჟამად 500 შეადგენს.

500-ადგილიანი დეპუტატთა პალატის 300 წევრს (60%) ირჩევენ მაჟორიტარული სისტემით ერთმანდატიან ოლქებში, ხოლო 200 (40%) - პროპორციული სისტემით.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში