შინაარსზე გადასვლა

She Loves You

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
10:18, 3 დეკემბერი 2023-ის ვერსია, imported>L H R B S20
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
„She Loves You“
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
სინგლის ყდა
თარგი:ინფოდაფა სიმღერა/ბმულიThe Beatles
B-მხარე „I'll Get You“
გამოსვლის თარიღი
  • 23 აგვისტო, 1963 (1963-08-23) (ბრიტანეთი)
  • 16 სექტემბერი 1963 (აშშ)
ჩაიწერა 1 ივლისი 1963
სტუდია EMI, ლონდონი
ჟანრი როკ-ენ-როლი, პოპი, როკი[1]
ხანგრძლივობა 2:18
ხმისჩამწერი ლეიბლი Parlophone (ბრიტანეთი), Swan (აშშ)
ავტორ(ებ)ი ლენონი/მაკ-კარტნი
პროდიუსერი ჯორჯ მარტინი
The Beatles — სინგლების ქრონოლოგია
„From Me to You“
(1963)
She Loves You
(Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted)
„I Want to Hold Your Hand“
(1963) თარგი:!)

She Loves You“ — ინგლისური როკ-ჯგუფ The Beatles-ის სიმღერა, დაწერილი ჯონ ლენონისა და პოლ მაკ-კარტნის მიერ. სიმღერის იდეა ეკუთვნის მაკ-კარტნის. იგი გამოიცა სინგლის სახით 1963 წელს.

ინგლისის ჩარტებში სინგლს მრავალი წარმატება ხვდა წილად, ხოლო შტატებში - უფრო მეტიც, მრავალი რეკორდის სახით, რომელიც დღემდე მნიშვნელოვანია, ვინაიდან ჯგუფის 5 სიმღერა ერთდროულად იქაურ ჩარტებში იყო მოხვედრილი. She Loves You არის ჯგუფის ყველაზე გაყიდვადი სინგლი ბრიტანეთში და ყველაზე გაყიდვადი იყო 1963 წელს.

She Loves You იყო ჯგუფის პირველი სიმღერა, რომელიც ამერიკელების უმეტესმა ნაწილმა მოისმინა, რადიოეთერის მეშვეობით. თუმცა, „From Me to You“, რომელიც მანამდე გამოიცა, ასევე ტრიალებდა ეთერში, მაგრამ მსმელებში მისი წარმატება აისახა ჩარტებში პოზიციაზე, #116-ს სახით.

2004 წელს ჟურნალმა „როლინგ სტოუნი“ კომპოზიციას მიანიჭა 64-ე პოზიციას თავის მიერ შედგენილ ’ყველა დროის 500 საუკეთესო სიმღერის’ სიაში. 2005 წელს ჟურნალმა Uncut მას უწოდა რიგით მესამე უდიდესი სიმღერა, რომელმაც შეცვალა მსოფლიო, სიმღერების „Heartbreak Hotel“ (ელვის პრესლი) და „Like a Rolling Stone“ (ბობ დილანი) შემდეგ.

2009 წელს აგვისტო BBC-ს რადიო 2-მა The Beatles-ისადმი მიძღვნილ „The Beatles-ის უიკენდის“ მსვლელობისას აღნიშნა, რომ „She Loves You“ არის ჯგუფის ყველაზე გაყიდვადი ბრიტანული სინგლი.

„She Loves You“ (ასევე „Sie liebt dich“) იყო ერთ-ერთი ორი სიმღერიდან (ასევე „I Want to Hold Your Hand“), რომელიც The Beatles-მა გერმანულ ენაზე ჩაწერა და ცალკე სინგლის სახით გამოსცა.

რესურსები ინტერნეტში

მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=She_Loves_You&oldid=81826“-დან