ურბან IV
იერსახე
ურბან IV (ლათ. Urbanus PP. IV; ერისკაცობაში ჟაკ პანტელეონი; ფრანგ. Jacques Pantaléon; დ. 1200, ტრუა — გ. 2 ოქტომბერი, 1264, პერუჯა) — რომის პაპი 1261–1264 წლებში. ფრანგი ხელოსნის შვილი. იყო იერუსალიმის კათოლიკე პატრიარქი. თეოლოგია პარიზში ისწავლა. პონტიფიკატის პერიოდში არც ერთხელ არ ყოფილა რომში. შეუპოვრად ებრძოდა შტაუფენებს. მათ წინააღმდეგ შარლ ანჟუელს შეუკავშირდა და სიცილიის ტახტი შესთავაზა. გაზარდა კარდინალების რაოდენობა.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1986. — გვ. 170.
წინამორბედი: ალექსანდრე IV |
რომის პაპი 1261–1265 |
შემდეგი: კლემენტ IV |