შინაარსზე გადასვლა

კალიფორნიის შტატის გზატკეცილი 1

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
19:12, 7 სექტემბერი 2017-ის ვერსია, imported>AbandonerBot (top: clean up, replaced: ქვია → ჰქვია using AWB)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გზატკეცილი ბიქსბი-ბრიჯთან

კალიფორნიის შტატის გზატკეცილი 1 (ინგლ. California State Route 1, ან SR 1, ხშირად Highway 1) საშტატო სატრანსპორტო მაგისტრალი, რომელიც აშშ-ის კალიფორნიის წყნარი ოკეანის სანაპიროს მიჰყვება. განთქმულია ულამაზესი პანორამული ხედებით, რის გამოც ის აშშ-ის ”National Scenic Byway" რეესტრშია შეყვანილი.

SR 1 იწყება ინტერსტეიტ 5 გზატკეცილთან ორენჯ კაუნტიში, შემდეგ ლოს-ანჯელესის დასავლეთ კიდეს მიჰყვება და ზღვისპირა ქალაქებს სანტა-მონიკასა და მალიბუს ჭრის. გზატკეცილი ჩრდილოეთისკენ გრძელდება, შიგადაშიგ US 101-ს (მთავარი მაგისტრალი) უერთდება და ამ მაგისტრალის პანორამულ ალტერნატივას წარმოადგენს რამდენიმე მონაკვეთში. SR 1 აკავშირებს ვენტურას, სან-ლუის-ობისპოს, სან-სიმეონს (სადაც ჰერსტის ციხე-კოშკი მდებარეობს), მონტერეისა და სანტა-კრუზს.

ამის შემდეგ SR 1 აგლომერაციულ არეში შედის, ჭრის ქალაქ სან-ფრანცისკოს ზღვარს, გადადის გოლდენ გეიტ ბრიჯზე და გრძელდება მარინ-კაუნტიში. გზატკეცილით შესაძლებელია პოინტ-რეის ეროვნულ სანაპიროზე და ფორტ-ბრაგზე მოხვედრა, სანამ ის ლეგიტთან ისევ US 101-ს შეუერთდება.

SR 1-ის რამდენიმე ნაწილს ალტერნატიულად ასევე ჰქვია ”წყნარი ოკეანის სანაპირო გზატკეცილი”, ”კაბრილოს გზატკეცილი” ან ”შორლაინ-ჰაივეი”.