Ka:წაშლილი გვერდების განხილვები/2010/განხილვა:Http://ka.wikipedia.org/wiki/როკ–ჯგუფი ″ბეთლემი″
პატივცემულო ვიკიპედიის რედაქცია, ჩემი სტატია განიხილება როგორც წასაშლელი. ვიცი, რომ ჯერ–ჯერობით არ შეესაბამება ვ— Dudukedeli9 17:37, 15 აგვისტო 2010 (UTC)იკიპედიის კრიტერიუმებს და ტექნიკურ მოთხოვნებს, მაგრამ მე მხოლოდ ტექსტობრივ მასალას ვკრებ ამ გვერდზე და მის ტექნიკურ მხარეების კონფიგურაციას მერე ვფიქრობ. მინდა დავუმატო სურათები, აუდიო, ვიდეო მასალის მინიშნებები და ჯგუფის ლირიკა. რამდენადაც გავერკვიე, ვიკიპედიის წესები საშუალებას იძლევა რედაქტირებას ეტაპობრივად. მეც ამ კუთხით ვმაუშაობ ჯერ–ჯერობით. თუ არასწორია ჩემი მიდგომა, გთხოვთ, გამარკვიოთ, რაში ვცდები და გავითვალისწინებ. პატივისცემით, ჯუმბერ ბოლქვაძე— Dudukedeli9 17:36, 15 აგვისტო 2010 (UTC)
პირველ რიგში, არასწორად ჰქვია, ვიკიპედიაში ასეთი სახის (Http://ka.wikipedia.org/wiki/როკ–ჯგუფი ″ბეთლემი″) სათაურით არაფერი არ იქმნება. მეორეც, თქვენ შექმენით ორი იდენტური გვერდი (ეს და როკ–ჯგუფი ″ბეთლემი″), რაც დაუშვებელია. ჩემი კომენტარი ამ სტატიასთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ აქ. თუ ამუშავებთ გვერდს, შეგიძლიათ თავში ჩაუსვათ ასეთი თარგი {{subst:L}}, რითაც გააფრთხილებთ სხვა მომხმარებლებს, რომ რედაქტირებაში ხელი არ შეგიშალონ. და კიდევ, გადახედეთ დახმარებას, ყოველი შემთხვევისათვის.--გიორგი განხილვაწვლილი 17:52, 15 აგვისტო 2010 (UTC)
მინდა ვუპასუხო გიორგის მისი კომენტარის მისამართით. როდესაც ჩემის სტატიის წერა დავიწყე, არ მეგონა, რომ ვიკიპედია მის მომხმარებლებს სტილისტურ შეზღუდვებს თუ უწესებდა. და მით უფრო ის, რომ მისი რედაქტორები ამ საიტის მომხმარებლებს სტატიის წერის სურვილს გაუქარვებდნენ თავისი ქილიკური ირონიით და ცინიზმით სავსე კომენტარით. ნებისმიერი რედაქციის თანამშრომელი, ვფიქრობ, უფრო დიპლომატიური უნდა იყოს თავის შეფასებებში, პერსონალურ მიდგომას და პოზიციებს გვერდზე უნდა დებდეს და საკუთარი ინსტიტუტის ძირითად სტილს სხვა ფორმით უნდა იცავდეს. „ბაბუას და შვილიშვილის“ ზღაპრის მოსაყოლად ნაღდად არც მცალია და არც ამ სტატიის წერა დამიწყია დრიოს გასაყვანად. მე პროფესიონალური ექს–მუსიკოსი და ფილოლოგი გახლავართ, ვფლობ 7 ევროპულ ენას, 50 წლისა ვარ და ამას, მხედველობაში მაქვს, ზღაპრების მოყოლა, როდესაც ჩემი შვილიშვილები მეყოლება, მაშინ გავაკეთებ. ჩემი სტატია, ჯერ ერთი, დამთავრებული არაა. მისი სტილი თხრობით სტილში თუ დავიწყე, ეს იმიტომ, რომ ვთვლი, რომ ხელოვანი თავის შემოქმედების შესახებ როდესაც ლაპარაკობს, ადრინდელი, კომუნისტური ყრილობების მშრალ, ცივ და მომაბეზრებელ მოხსენებას არ უნდა ჰგავდეს. ერთხელ კანტმა თქვა – ხელოვნის ნებისმიერი სიტყვა უნდა ბრწყინავდესო. მეც ასეთი მინდა იყოს მონაყოლი ჩვენი ჯგუფის შესახებ, ნატურალური სიხალასით, ფერებითა და საინტერესო კითხვადობით. ჩვენი ჯგუფის ისტორია, როგორც მერე დაინახავთ, ნათელი მაგალითია ქართული ხელოვნებაში არაერთი დრამატული და ტრაგიკული ფინალისა, მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფის მუსიკა საკუთარი შემოქმედებითი ხელწერით სრულიად გასხვავებული კუთხით წარმოაჩენდა ქართულ როკს და მასში ქართული სულის მუხტი დღემდე განუმეორებლად რჩება. მისი მუსიკა საქართველოში დღემდე ბევრისთვის უცნობია, მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფმა გერმანიაში ჩააღწია და ერთ დროს როკ–მუსიკის ერთ–ერთ დიდ ვარსკვლავის – სიუზი კუატროს ერთად სცენაზე გამოვიდა. ჩემი მიზანი ამ სტატიით მისი ხოტბა–დიდება როდი გახლავთ, მხოლოდ ის მინდა, რომ ქართველ საზოგადოებას, მსმენელს, მომავალ მუსიკოსთა თაობას, ახალგაზრდობა შემოვუნახო და დავანახო ის, რაც ღირებული და გასათვალისწინებელია. მე დღეს უცხოეთში, მადრიდში ვცხოვრობ და მინდა რაღაც გავაკეთო იმისათვის, რომ ჩემს ხალხს რაღაცის ახლებურად დანახვის უნარი ჰქონდეს იმ გადასახედიდან, რაც ეროვნულია და ქვეყნის მაგალითი. მე აქ არაერთი მსოფლიო როკ მუსიკის ვარსკვლავის კონცერტს დავესწარი და თითქმის ყოველთვე მაქვს ამის საშუალება, სხვათაშორის, მეტალიკის კონცერტის პირველ რიგებში ყოფნის საშუალება მქონდა. თქვენი სტატია მეტალიკის შესახე დუმს ჯეიმზ ჰეტფილდის პიროვნული კრიზისის შესახებ, როდესაც მისი ალკოჰოლური მანიის გამო ჯგუფი დაშლის კარამდე მივიდა. ვფიქრობ, სიმართლე ყოველთვის უნდა ითქვასმ რანაირი ფერებისაც არ უნდა იყოს. რაც შეეხება იმას, რომ ასეთი სახელწოდება არასწორია Http://ka.wikipedia.org/wiki/როკ–ჯგუფი ″ბეთლემი″ – მე იმიტომ ვიფიქრე, რომ ასე იყო საჭირო, რომ მივირე მითითება, რომ საჭირო იყო სტატიის „ვიკიფიცირება“. მე პირველად ვაკეთებ ვიკიპედიაზე სტატიას, როგორც ამბობს ქართული ანდაზა, არცოდნა – არცოდვააო, დამეხმარეთ მის ტექნიკურ აგებაში, სტილის ფაქტორი კი მკითხველს მივანდოთ. ჯუმბერ ბოლქვაძე. P.S. გიორგი, ჯგუფის შესახებ იდეისათვის გთხოვთ შეიხედოთ აქ: http://www.myspace.com/jumberbolkvadze — Dudukedeli9 22:39, 16 აგვისტო 2010 (UTC)
- ამ სათაურით ეს გვერდი მაინც წასაშლელია. თუ განხილვას გააგრძელებთ, განხილვა:როკ–ჯგუფი ″ბეთლემი″-ზე გადადით. - Island (გ) 03:36, 17 აგვისტო 2010 (UTC)
პასუხი აქ დავწერე--გიორგი განხილვაწვლილი 12:22, 17 აგვისტო 2010 (UTC)