ვაშინგტონ ლუისი
იერსახე
ვაშინგტონ ლუის პერეირა დე სოუსა | |
ბრაზილიის 13-ე პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
15 ნოემბერი, 1926 – 24 ოქტომბერი, 1930 | |
წინამორბედი | არტურ ბერნანდესი |
მემკვიდრე | ჟეტულიუ ვარგასი |
დაბადებული | 26 ოქტომბერი, 1869 რიო-დე-ჟანეირო |
გარდაცვლილი | 4 აგვისტო, 1957 სან-პაულუ |
ვაშინგტონ ლუისი (დ. 26 ოქტომბერი, 1869, რიო-დე-ჟანეირო — გ. 4 აგვისტო, 1957, სან-პაულუ) — ბრაზილიელი პოლიტიკოსი, ბრაზილიის პრეზიდენტი (1926-1930 წწ.). დაიბადა რიო-დე-ჟანეიროში და საცხოვრებლად გადავიდა სან-პაულუში, სადაც იგი ადვოკატი გახდა. 1920 წელს აირჩიეს სან-პაულუს გუბერნატორად, 1926 წელს კი ბრაზილიის მეცამეტე პრეზიდენტად. თანამდებობა ეკავა 1930 წლამდე. ვაშინგტონ ლუისი იყო ბრაზილიის ძველი რესპუბლიკის ბოლო პრეზიდენტი. იგი თავისი კონსტიტუციური ვადის დასრულებამდე (1930) 3 კვირით ადრე ჩამოგდებულ იქნა თანამდებობიდან და მისი ადგილი ჟეტულიო ვარგასმა დაიკავა.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
- Consulta a documentos do acervo pessoal de Washington Luís Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- O governo Washington Luís no sítio oficial da Presidência da República do Brasil
წინამორბედი: არტურ ბერნანდესი |
ბრაზილიის პრეზიდენტი 1926 – 1930 |
შემდეგი: ჟეტულიუ ვარგასი |
|