შინაარსზე გადასვლა

მუშაობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
10:26, 17 ივლისი 2024-ის ვერსია, 91.151.136.167 (განხილვა) (ერთი ასო ჩავასწორე)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

მუშაობაფიზიკური სიდიდე, რომელიც რაოდენობრივად განსზღვრავს ენერგიის ცვლილებას მისი ერთი ფორმიდან მეორეში გადასვლისას. მაგალითად მექანიკურ სისტემაზე მოქმედი ყველა გარე და შიგა ძალის მუშაობა ტოლია სისტემის კინეტიკური ენერგიის ცვლილებისა. F ძალის მიერ შესრულებული მუშაობა დამოკიდებულია ძალის რიცხვით მნიშვნელობაზე, მიმართულებასა და მისი მოდების წერტილის გადაადგილებაზე. როცა F ძალის რიცხვითი მნიშვნელობა და მიმართულება მუდმივია, ხოლო M0M1 გადაადგილება წრფივია, მაშინ მუშაობა A=FScosα, სადაც S=M0M1, α კუთხეა ძალის მიმართულებასა და გადაადგილებას შორის. თუ α<90, ძალის მუშაობა დადებითია, როცა 90<α180 — უარყოფითია. ხოლო როცა α=90, ე. ი. როცა ძალა გადაადგილებისადმი მართობულია A=0. მუშაობის საზომი ერთეულებია: ჯოული, ერგი (1ე=10-1 ჯ) და კილოგრამ-ძალა მეტრზე (1 კგძ·მ=9·81 ჯ).

ზოგად შემთხვევაში ძალის მშაობის გამოსათვლელად შემოაქვთ ელემენტარული მშაობის ცნება dA=Fdscosα, სადაც ds არის ელემენტარული გადაადგილება, ხოლო α — კუთხე ძალისა და მისი მოდების წერტილში ტრაექტორიის მხების (რომელიც გადაადგილების მხარესაა მიმართული) მიმართულებათა შორის. დეკარტის კოორდინატებში

dA=Fxdx+Fydy+Fzdz, (1)

სადაც Fx, Fy, Fz ძალის პროექციებია საკოორდინატო ღერძებზე, x, y, z — მისი მოდების წერტილის კოორდინატები. განზოგადებულ კოორდინატებში

δA=Q1δq1, (2)

სადაც q1 არის განზოგადებული კოორდინატები, Q1 — განზოგადებული ძალები.

მუშაობა თერმოდინამიკაში, ენერგია, რომელსაც გადასცემს თერმოდინამიკული სისტემა გარე სხეულებს სისტემის გარე პარამეტრების შეცვლისას. წარმოადგენს მექანიკაში მუშაობის ცნების განზოგადებას [(2) დიფიერენციული ფორმით გამოსახული]. განზოგადებული კოორდინატები თერმოდინამიკაში ესაა თერმოდინამიკული სისტემის გარე პარამეტრები (მდებარეობა სივრცეში მოცემული გარე მაგნიტური ან ელექტრული ველების დაძაბულობა და ა. შ.), ხოლო განზოგადებული ძალები (მაგალითად წნევა) — სიდიდეები, რომლებიც დამოკიდებულია არამარტო კოორდინატებზე, არამედ სისტემის შინაგან პარამეტრებზეც (ტემპერატურა ან ენტროპია).

ლიტერატურა

მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=მუშაობა&oldid=92369“-დან