შინაარსზე გადასვლა

ლეგისტები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
19:22, 10 აგვისტო 2015-ის ვერსია, imported>GrigalashviliT
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

ლეგისტები (ფრანგ. mx,r. legiste, ლათ. lex ნათ. ბრ. legis — კანონი) — შუა საუკუნეების იურისტები, რომლებიც ხელს უწყობდნენ რომის სამართლის რეცეფციას დასავლეთ ევროპაში. ლეგისტები რომის სამართლის ყაიდაზე გარდაქმნიდნენ ჩვეულებით სამართალს, მეფის ხელისუფლების გაძლიერების მიზნით მოითხოვდნენ სენიორული და საეკლესიო სასამართლოების, აგრეთვე საქალაქო თვითმმართველობის კომპეტენციის შეზღუდვას. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლეგისტი იყო ფრანგი იურისტი ბომანუარი, რომელმაც შეადგინა ფრანგული ჩვეულებითი სამართლის კრებული "ბოვეზის კუტიუმები".