შინაარსზე გადასვლა

მეგაპოლისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
16:09, 24 დეკემბერი 2021-ის ვერსია, 93.177.162.207 (განხილვა)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
ევროპის ხედი ღამით

მეგაპოლისი (იგივე სუპერაგლომერაცია ან მეგაქალაქი) — საქალაქო განსახლების ყველაზე მსხვილი ფორმა. სტიქიურად ყალიბდება მეზობლად მდებარე დიდი რაოდენობით საქალაქო აგლომერაციების შეზრდის შედეგად. მისი ძირითადი მახასიათებელია ხაზოვანი განაშენიანება, რომელიც ძირითადად სატრანსპორტო მაგისტრალებს მისდევს, საერთო პოლიცენტრული სტრუქტურა, რომელიც განპირობებულია ერთმანეთთან ახლოს მდებარე მსხვილი საქალაქო დასახლებების ურთიერთქმედებით.

ტერმინი პირველად გამოიყენეს 1957 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოსტონიდან ვაშინგტონამდე გადაჭიმული ურბანიზებული არეალის აღსაწერად, რომელსაც ბოსვაშის სახელით იცნობენ.

რესურსები ინტერნეტში