შინაარსზე გადასვლა

ვეჟან ატენელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
20:05, 25 მაისი 2013-ის ვერსია, imported>Labadze Beqa97 (removed Category:ქართველები using HotCat)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

ვეჟან ატენელიატენის მამასახლისი VII საუკუნის ბოლოს, ან VIII საუკუნეში. მოხსენიებულია ატენის იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის წარწერაში, რომელიც შესრულებულია ჯვრის კვარცხლბეკზე. წარწერიდან ირკვევა, რომ მას ეკლესიაში ჯვარი აღუმართავს. ვეჟან ატენელის წარწერა ასე იკითხება:

ვიკიციტატა
„ესე ჯუარი ქრისტეჲსჲ მე, ვეჟან ატენელ[მან] მამასახლისმან, აღვმართე შესავედრებელად და საჴსრად სულისა ჩემისა და ყოველთათჳს თავყუანისმცემელთა ქრისტეჲსთა. ქრისტე, ყოველნი შეგჳწყალენ ძალითა ჯუარისა შენისაჲთა, ამენ, იყავნ. და რომელთა აღმოიკითხოთ, მე, ვე[ჟან ცოდვი]ლი, ლოცვას[ა] მო[მიჴს]ენე[თ].“

ლიტერატურა

  • ივ. ჯავახიშვილი, ქართული დამწერლობათამცოდნეობა ანუ პალეოგრაფია, ტფ., 1926, გვ. 168
  • ნ. შოშიაშვილი, ქართული წარწერების კორპუსი, I, თბ., 1980, გვ. 106
  • კორნელი დანელია, ზურაბ სარჯველაძე. ქართული პალეოგრაფია. თბ., 1997, გვ. 35–36