შინაარსზე გადასვლა

ორსაყდრის ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
16:49, 26 ოქტომბერი 2023-ის ვერსია, imported>GuramGraphy
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
ფაილი:Church of Our Lady of Orsakdari.jpg

ორსაყდრის ღვთისმშობლის ეკლესიაეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გარდატენის აღმოსავლეთით ორ კილომეტრზე, მდინარე ვერას მარჯვენა ნაპირზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (11,8 X 6,9 მ), ნაგებია ქვიშაქვის კვადრებით. გამოყენებულია შირიმიც. ეკლესიას ორი თაღოვანი შესასვლელი აქვს: სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილში და დასავლეთ კედლის ცენტრში (გაუქმებულია). ნახევარწრიულ აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია. აფსიდის კედელს, ქვემოთ, ქვის განიერი საფეხური გასდევს. საკურთხევლის იატაკი ეკლესიის იატაკიდან ამაღლებულია ერთი საფეხურით. აფსიდის ორივე მხარეს მცირე ზომის სათავსებია (ჩრდილოეთ სათავსი ამოქოლილია). დარბაზის გრძივი კედლები წყვილი ორსაფეხურიანი პილასტრით ორ თანაბარ ნაწილად იყოფა. დასავლეთ კედელთან და აფსიდის მხართან ორსაფეხურიანი კუთხის პილასტრებია. დასავლეთ კედლის ზედა ნაწილში ერთი თაღოვანი სარკმელია, სამხრეთ კედელში — ორი.

ლიტერატურა