თამარი (დავით აღმაშენებლის ასული)
თამარი (გ. 1161 წლის შემდეგ) – დავით აღმაშენებლის ასული, შირვანშაჰ მანუჩაჰრ III-ის ცოლყოფილი. დაქვრივების შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში და ააშენა თიღვის ტაძარი, იქვე აღიკვეცა მონაზვნად თომას სახელით. ნიკორწმინდის სულთა მატიანე წერს:
ვიკიციტატა | „თამარ თომაი დასა დედოფლისა და მეფისა, მონაზონებისა ზეშთა განბრწყინვებულისა საუკუნოს იყავნ.“
|
დავით აღმაშენებლის ცხოვრებაში ვკითხულობთ:
ვიკიციტატა | „და მას-ვე წელსა ასული თჳსი კატა გაგზავნა საბერძნეთს სძლად ბერძენთა მეფისად. რამეთუ პირველ ამისსა პირმშო ასული თჳსი თამარი გაეგზავნა დედოფლად შარვანისა, რათა ვითარ-ცა ორნი მნათობნი – ერთი აღმოსავლეთს, ხოლო მეორე დასავლეთს – ცისკროვან ჰყოფდენ სფეროსა, მამისაგანა მიმღებელნი მზეებრთა შარავანდედთანი.[1]“
|
ხოლო ქართლის ცხოვრება კი გვამცნობს:
ვიკიციტატა | „ამასვე წელსა მეფე დემეტრე მოკუდა და დაი დემეტრესი თამარ, თიღვისა აღმშენებელი, იგიცა შემონაზონებული გარდაიცვალა და დაი მისი კატაი დედოფალი საბერძნეთს გათხოვილ იყო.[2]“
|
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted