შინაარსზე გადასვლა

მანქანები (ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
09:03, 13 მარტი 2024-ის ვერსია, imported>L H R B S20
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
„მანქანები
Cars“
ფაილი:Cars Poster.jpg
რეჟისორი ჯონ ლასეტერი
ჯო რენფტი
პროდიუსერი დარლა ანდერსონი
ნაწარმოები ჯონ ლასეტერი
ჯო რენფტი
იორგენ კლუბინი
ბრენდა ჩეპმენი
კომპოზიტორი რენდი ნიუმენი
მონტაჟი კენ შრეცმანი
სტუდია Pixar Animation Studios
დისტრიბუტორი Walt Disney Pictures
პრემიერა 9 ივნისი, 2006 (2006-06-09)
ხანგრძლივობა 116 წთ.
ქვეყანა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $120 მილიონი[1]
შემოსავალი $461,983,149[1]
საიტი http://www.pixar.com/

მანქანები (ინგლ. Cars) — 2006 წლის ამერიკული კომპიუტერული ანიმაციური ფილმი. სურათი არის Pixar/Disney-ის მეშვიდე სრულმეტრაჟიანი ნამუშევარი, რომლის რეჟისორებიც არიან ჟონ ლასეტერი და ჯო რენფტი. ის ასევე არის Pixar-ის ბოლო ფილმი, სანამ მას უოლტ დისნეის კომპანია შეიძენდა. ფილმი მოგვითხრობს სამყაროს შესახებ, რომელიც დასახლებულია მანქანებითა და სხვა სატრანსპორტო საშუალებებით. პერსონაჟებს ახმოვანებენ ოუენ უილსონი, პოლ ნიუმანი, ბონი ჰანტი, ჩიკ მარინი, ჯენიფერ ლევისი, ტონი შალჰუბი, ჯონ რაცენბერგერი, ჯორჯ კარლინი, დენიელ უითნი და მაიკლ კიტონი. ასევე მიხაელ შუმახერი და ჯერემი კლარკსონი (ბრიტანული ვერსია) ახმოვანებენ პერსონაჟებს, რომელთაც მხოლოდ კამეო ეპიზოდები აქვთ. მანქანები არის Pixar-ის მეორე ანიმაციური ფილმი, მწერის ცხოვრების შემდეგ, რომელშიც არც ერთი პერსონაჟი არაა ადამიანი.

სურათი გამოვიდა 2006 წლის 9 ივნისს აშშ-ში, რასაც მოჰყვა კრიტიკოსების მიერ მისი აღიარება. Rotten Tomatoes-ის მიხედვით მათი 74% ფილმს პოზიტიურად აფასებდა.[2] მანქანები იყო ნომინირებული ორ ოსკარზე, მათ შორის საუკეთესო ანიმაციური ფილმის ნომინაციაზე და ასეთივე ნომინაციაში დაიმსახურა ოქროს გლობუსი. DVD დისკებზე ფილმი 2006 წლის 7 ნოემბერს გამოქნდა, მომდევნო წელს კი Blu-Ray-ზე გამოვიდა. ფილმთან დაკავშირებული სხვადასხვა პროდუქტებმა, მათ შორის მანქანების შემცირებული მოდელებმა გაყიდვებში $5 მილიარდი აიღეს, რაც რეკორდულია Pixar/Disney-ის ფილმებს შორის.[3]

ფილმს მოჰყვა 2 გაგრძელება: მანქანები 2, რომელიც 2011 წლის 24 ივნისს გამოვიდა, და მანქანები 3, რომელიც 2017 წლის 16 ივნისს გამოვიდა.

სქოლიო

  1. 1.0 1.1 Cars (2006). Box Office Mojo. ციტირების თარიღი: 2009-06-02.
  2. Cars (2006) on Rotten Tomatoes. Rotten Tomatoes. ციტირების თარიღი: 4 January 2011.
  3. Brooks Barnes. (April 5, 2009) Pixar’s Art Leaves Profit Watchers Edgy. The New York Times. ციტირების თარიღი: 2009-06-02.

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

რესურსები ინტერნეტში

თარგი:Pixar