შინაარსზე გადასვლა

წიფურია (დასახლება)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
19:45, 1 თებერვალი 2024-ის ვერსია, imported>Kober (დაემატა კატეგორია:საქართველოს ისტორიული სოფლები გაჯეტ HotCat-ით)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

წიფურიაშუა საუკუნეების (ძირითადად XVII ს.) ისტორიული სავაჭრო-სახელოსნო პუნქტი დასავლეთ საქართველოში, სამეგრელოში, ვარაუდით ახლანდელი გალის რაიონის სოფ. თაგილონის ტერიტორიაზე. სახელწოდება წარმოდგება "წიფლნარიდან" (მეგრულად "წიფური"). წიფურია კათოლიკე მისიონერთა საქმიანობის ცენტრიც იყო. გარკვეულ პერიოდში აქ მოღვაწეობდნენ არქანჯელო ლამბერტი, ჯუზეპე ჯუდიჩე, კრისტოფორო დე კასტელი და სხვა. აღწერილობათა თანახმად წიფურიაში ორი ეკლესია და სხვა ნაგებობები იდგა.

ლიტერატურა

  • პაჭკორია მ., ქსე, ტ. 11, გვ. 334, თბ., 1987