კამი
კამი (იაპონ. 神) — იაპონური სიტყვა, რომელიც აღნიშნავს სულებს, ბუნების ძალებს ან რაიმე შინტოისტურ არსებას. კამი ხშირად ღმერთად ან ღვთაებადაც ითარგმნება, მაგრამ იაპონელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ტერმინის ასეთმა თარგმნამ შეიძლება გაუგებრობა გამოიწვიოს.[1]
რაღაც მხრივ, მაგალითად კამები იძანაგი-ნო-მიკოტო და იძანამი-ნო-მიკოტო, არიან ბერძნულ-რომაული ღმერთების მსგავსები. კამი შეიძლება უბრალოდ სულსაც ნიშნავდეს; იწერება კანჯი 神-ით.
ეს სიტყვა არ აღნიშნავს იმქვეყნიურ სულიერ არსებებს, კამები არიან ჩვენს სამყაროში და არა ზემოთ. ზოგი ადამიანიც, მაგ. იმპერატორი ჯიმმუც შეიძლება იყოს კამი.[2] რადგანაც იაპონური არ განარჩევს მხოლობით და მრავლობით რიცხვს, ზოგჯერ გაუგებარია კამი აღნიშნავს ერთ თუ რამდენიმე არსებას.
იხილეთ აგრეთვე
სქოლიო
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
რესურსები ინტერნეტში
- შესავალი: კამი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted, შინტოს ენციკლოპედია
- კამი, იაპონიის ღმერთები
- კამის კონცეფციის ევოლუცია Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted, იტო მიკიჰარუ
__DISAMBIG__