უმბრა
იერსახე
უმბრა (ლათ. Umbra krameri) — თევზი უმბრასებრთა ოჯახისა. აქვს წითელ-მოწაბლისფრო სხეული, რომლის სიგრძე 50-90 მმ, იშვიათად 115 მმ, მასა 27 გრამს აღწევს. დაფარულია ციკლოიდური ქერცლებით. გავრცელებულია მდინარეების დუნაისა და დნესტრის აუზებში. იკვებება ზოობენთოსითა და თევზის ლიფსიტებით. გამრავლებას იწყებს ერთი წლისა. ტოფობს მარტიდან — მაისამდე; ყრის 150-ზე მეტ ქვირითს, რომელსაც დედალი იცავს. სარეწაო მნიშვნელობა არ აქვს.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1986. — გვ. 147.