АКСМ-843
იერსახე
АКСМ-843, იგივე БКМ 84300М — ბელორუსის წარმოების, სამსექციური, სამშასიანი (ექვსღერძიანი), ნახევრადდაბალიატაკიანი, ორმხრივი მიმართულების ტრამვაის ვაგონი, რომელსაც კომპანია „ბელკომუნმაში“ აწარმოებს. ამ მოდელის პირველი ვაგონი 2008 წელს გამოუშვეს.
ტექნიკური აღჭურვილობა
ამ ვაგონის პირველი და ბოლო ურიკა გამწევია (ანუ მათ ყველა ღერძს აქვს მოტორი), ხოლო შუათანა, საყრდენი. ვაგონი აღჭურვილია მართვის IGBT სისტემით.
კონსტრუქციის თავისებურებანი
- ძარა_მოდულური ტიპის;
- ძარას საფარი დამზადებულია კომპოზიტური მასალებისგან;
- ურიკები — გერმანული წარმოების;
- სახსრები — გერმანული ფირმა HUBNER–ის;
- სამუხრუჭე სისტემები — ჰიდრავლიკური, გერმანული კომპანია KNORR-BREMSE–ის წარმოების;
- გამწევი ელექტროძრავები — გერმანული ფირმა VEM–ის;
- გამწევი ელექტროამძრავები — პოლონური ფირმა MEDCOM–ის;
ტექნიკური მონაცემები
- სიგრძე: 25,4მ
- სიგანე: 2,5მ
- სიმაღლე: 3,9მ
- ტევადობა: 226
- დასაჯდომი ადგილების რაოდენობა: 66
- იატაკის სიმაღლე: 35/60 სმ
- დაბალი იატაკის წილი (%): 80%
- მოტორების სიმძლავრე: 4 x 105 kW
- მაქსიმალური სიჩქარე: 100 კმ/სთ
გაყიდვები
2015 წლის ოქტომბრის მდგომარეობით АКСМ-843 ექსპლუატაციაშია შემდეგ ქალაქებში:
ქვეყანა | ქალაქი | ექსპლუატატორი | ტიპი | გამოშვების წლები | ვაგონების რაოდენობა | შეკვეთილია |
---|---|---|---|---|---|---|
Flag of the Byelorussian SSR | მინსკი | მინსკის ტრამვაი | БКМ 84300М | 2008 — 2011 | 5 | — |
რუსეთის დროშა | ყაზანი | ყაზანის ტრამვაი | БКМ 84300М | 2013 — 2014 | 20 | — |
სანქტ-პეტერბურგი | სანქტ-პეტერბურგის ტრამვაი | БКМ 84300М | 2012 | 3 | — | |
უკრაინის დროშა | კიევი | კიევის ტრამვაი | Богдан TR843 | 2011 | 1 | — |
რესურსები ინტერნეტში
- ვაგონის აღწერილობა ბელკომუნმაშის საიტზე Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted