შინაარსზე გადასვლა

Актриса Весна

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Актриса Весна
ფაილი:DDT - Actrisa Vesna(cover).jpg
studio —
გამოცემის თარიღი ნოემბერი 1992
ჩაიწერა ივლისი-აგვისტო 1992
ჟანრი როკი
ხანგრძლივობა Script error: No such module "hms".
ლეიბლი DDT Records (1992)
KDK Records (1998)
КВАДРО-ДИСК (1999)
Grand Records (2001)
Navigator Records (2011)
Bomba-Piter inc. (გრამფირფიტა, 2012)
პროდიუსერი ევგენი მოჩულოვი
DDT — ქრონოლოგია
Пластун
(1991)
Актриса Весна
(Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted)
Чёрный пёс Петербург
(1993) თარგი:!)
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

Актриса Весна (ქართ. მსახიობი გაზაფხული) — რუსული როკ-ჯგუფ DDT-ს მერვე სტუდიური ალბომი. გამოვიდა 1992 წელს. შედგენილია 1980-იან წლებში დაწერილი სიმღერებისგან. ეძღვნება ჯგუფის ლიდერ, იური შევჩუკის კიბოსგან გარდაცვლილ მეუღლე ელმირას.

ისტორია

მელოდიური სიმღერების ჩაწერის იდეა შევჩუკს დაებადა ალბომის Оттепель შექმნისას. ვადიმ კურილიოვის თქმით, 1990-იანი წლებისათვის ჯგუფს დაუგროვდა საკმაოდ დიდი რაოდენობის მელოდიური კომპოზიცია. გარდა ამისა, პროფესიონალურად იქნა ჩაწერილი შევჩუკის რამდენიმე ძველი სიმღერა, რომელიც ადრე მხოლოდ მაგნიტურ ფირებზე გამოიცემოდა. ალბომში ასევე შეიტანეს სიმღერის „Актриса Весна“ მსუბუქი ვერსია - წინა შეტანილია ალბომში Пластун .

სიმღერა „В последнюю осень“ შევჩუკის მიერ დაიწერა 1990 წლის ოქტომბერში, ვიქტორ ცოისადმი მიძღვნილი კონცერტის წინ. გამოსვლის მან სიმღერა ცოის ხსოვნას მიუძღვნა.

ალბომის ჩაწერა 1992 წლის ზაფხულში მიმდინარეობდა. ჯგუფის წევრთა თქმით, ჩაწერა მშვიდ ატმოსფეროში მიმდინარეობდა და მასალა დაახლოებით 2 კვირაში იქნა ჩაწერილი. ალბომი გამოვიდა როგორც აუდიო კასეტაზე, ასევე გრამფირფიტაზე. 1993 წელს გამოიცა კომპაქტ დისკი, რომელშიც დამატებული იქნა სიმღერა „У тебя есть сын“.

ამ დროისათვის ჯგუფის მუსიკა შეიცვალა - კოლექტივმა უარი თქმა საპროტესტო კომპოზიციებზე, ხოლო კონცერტებზე მოხდა თეატრალური რეჟისურის ელემენტების ინტეგრირება. თავისი დროისათვის „Актриса весна“ იქცა არა მხოლოდ ჯგუფის ყველაზე გაყიდვად ალბომად, არამედ საბჭოთა როკ-მუსიკაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ალბომად. წარმატება იქონიეს მისმა სიმღერებმა „Что такое осень“ და „Дождь“.

სიმღერები

  1. Дождь — 5:03
  2. В последнюю осень — 4:44
  3. Фома — 6:52
  4. Родина — 4:37
  5. У тебя есть сын — 3:30
  6. Храм — 5:27
  7. Что такое осень — 4:57
  8. Ночь — 5:08
  9. Актриса Весна — 5:46

რესურსები ინტერნეტში