აგლუტინატი
იერსახე
აგლუტინატი (ლათ. agglutino) — მკვრივ მასად შეცხობილი აგურისფერი პიროკლასტური მასალა (ვულკანური ყუმბარები, წიდა, ლაპილები, ფერფლი). შედგენილობით ან ბაზალტურია ან ანდეზიტ-ბაზალტური. ავსებს ვულკანის ყელს და წიდური კონუსების შიგა ნაწილებს. ზედაპირზე გამოჩნდება ვულკანური კონუსის დანგრევის შემდეგ.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1975. — გვ. 60.