შინაარსზე გადასვლა

ადაპტაციურ-ტროფიკული ფუნქცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი ადაპტაციურ-ტროფიკული ფუნქცია (ადაპტაცია... და ბერძ. trophe — „კვება“) — სიმპათიკური ნერვული სისტემის ფუნქცია, რომელიც უზრუნველყოფს გარემოს ცვალებად (განსაკუთრებით ექსტრემალურ) პირობებთან ხერხემლიანი ცხოველებისა და ადამიანის ორგანიზმის შეგუებას, რაც ყველა ორგანოსა და ქსოვილში ნივთიერებათა ცვლის დონის შეცვლით ხორციელდება. ცხოველისა და ადამიანის ქსოვილებსა და ორგანოებთან მისული იმპულსები გარკვეული ფიზიკური, ქიმიური და ბიოქიმიური ძვრების მეშვეობით აწესრიგებს ნივთიერებათა ცელის, აგზნებადობისა და შრომისუნარიანობის დონეს. ადაპტაციურ-ტროფიკული ფუნქციის თეორია ექსპერიმენტულად დაასაბუთეს ლ. ორბელმა და მისმა თანამშრომლებმა.

ლიტერატურა