შინაარსზე გადასვლა

აზავადი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აზავადის დამოუკიდებელი სახელმწიფო
Script error: No such module "Separated entries".
აზავადის მდებარეობა
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
გაო
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ოფიციალური ენა ტუარეგი, არაბული, სონგაი, ფულანი, ბამანა, ფრანგული
მთავრობა დროებითი მთავრობა
 -  გენერალური მდივანი ბილიალ აგ აშერიფი
დროის სარტყელი +0
სატელეფონო კოდი 223

¹დამოუკიდებლობას საერთაშორისო საზოგადოება არ აღიარებს

აზავადის რუკა.

აზავადის დამოუკიდებელი სახელმწიფო (არაბ. دولة أزواد المستقلة‎ Dawlat Azawād al-Mustaqillah; ფრანგ. État indépendant de l’Azawad) — არაღიარებული სახელმწიფო, რომელიც ცალმხრივად გამოცხადდა 2012 წელს, ტუარეგების მიერ მართული სეპარატისტების აზავადის განთავისუფლების ეროვნული მოძრაობისა (MNLA) და მალის არმიას შორის მომხდარი კონფლიქტის შემდეგ. სეპარატისტები მოითხოვენ და აკონტროლებენ ტომბუქტუს, კიდალს, გაოს, ასევე მოპტის რეგიონის ნაწილს — ტერიტორიებს, რომლებიც საერთაშორისო საზოგადოების მიერ მალის რესპუბლიკის განუყოფელ ნაწილადაა აღიარებული.[1] თვითგამოცხადებული აზავადის ტერიტორია მალის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარეობს და სამხრეთით ესაზღვრება ბურკინა-ფასო, დასავლეთით და ჩრდილო-დასავლეთით — მავრიტანია, ჩრდილოეთით — ალჟირი, აღმოსავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით — ნიგერი. დედაქალაქი და უმსხვილესი ქალაქია გაო.[2]

2012 წლის 6 აპრილს, MNLA-მა, რომელიც რეგიონის უდიდეს ნაწილს აკონტროლებს, თავის საიტზე გამოაქყვეყნა განცხადება აზავადის მალისგან დამოუკიდებლობის თაობაზე. ამავე დღეს, გაოში, მოძრაობის გენერალურმა მდივანმა ბილიალ აგ აშერიფმა ხელი მოაწერა აზავადის დამოუკიდებლობის დეკლარაციას, რომლითაც ასევე გამოცხადდა MNLA-ს თვითგამოცხადებული დროებითი ადმინისტრაცია მანამდე, სანამ ჩამოყალიბდება „ეროვნული მთავრობა“.[3] დეკლარაციას საერთაშორისო საზოგადოება არ აღიარებს.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Mali Tuareg rebels control Timbuktu as troops flee. BBC News (1 April 2012). ციტირების თარიღი: 3 April 2012.
  2. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  3. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=აზავადი&oldid=117365“-დან