შინაარსზე გადასვლა

აია (მითოლოგია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იტალიის რუკაზე, რომისგან სამხრეთით აღნიშნული აიაია (აბრაჰამ ორტელიუსი, 1624).

აია (ძვ. ბერძნ. Αιαία) ან ეა — მითოლოგიური კუნძული, რომელიც, როგორც ამბობენ, იყო ქალღმერთი-ჯადოქრის ცირცეს სამფლობელო. ჰომეროსის „ოდისეაში“ ოდისევსი ალკინოოსს უყვება, რომ სახლისკენ, ითაკაში გამგზავრებისას გზად აქ დარჩა ერთი წლის განმავლობაში. ის ამბობს, რომ ვერ შეძლო ამ კუნძულზე ყოფნის აუცილებლობას შეწინააღმდეგებოდა, უფრო არა იმდენად ცირცეს, რამდენადაც იმის გამო, რომ კუნძულის დატოვების აუცილებლობაზე რომ ვერ ეთქვა უარი. თანამედროვე ბერძენი სწავლული, იოანნის კარკიდისი თვლის, რომ რეალისტური იდენტიფიკაციის ნებისმიერი მცდელობა უშედეგოა, ამტკიცებს რა, რომ ჰომეროსმა ბუნდოვნად მოათავსა აიაია მისი მსოფლიოს სადღაც აღმოსავლეთ ნაწილში, ალბათ, კოლხეთის მახლობლად, რამდენადაც ცირცე იყო კოლხეთის მეფის, აიეტის და, და რადგან, მათ მამიდას, ეოსს იქ ჰქონდა საკუთარი სასახლე.

ჰომეროსის „ოდისეაში“ წარმოდგენილი გარკვეულწილად არათანმიმდევრული გეოგრაფია ხშირად მიიჩნევა უფრო როგორც მითოლოგიური, ვიდრე ლიტერატურული, მაგრამ ალექსანდრიელი სწავლულის და პოეტის, აპოლონიოს როდოსელის გეოგრაფია უფრო სპეციფიკურია[1]. მის ეპიკურ პოემაში „არგონავტიკა“ ის კუნძულს ალოკალიზებს სადღაც სამხრეთ ეთალიაში (Aethalia) (ელბა), ტირენიის ზღვის სანაპიროს თვალთახედვის არეალში (იტალიის დასავლეთ სანაპირო.).[2] ამავე პოემაში, იაზონის და მისი მხლებლების გამასპინძლების შემდეგ, აიეტი თავის შვილიშვილებს კოლხეთსა და აიაიას შორის უსაზღვრო მანძილის შესახებ ესაუბრება: თარგი:Blockquote

მოგვიანებით აიაია, კლასიკური რომაელი მწერლების მიერ, იდენტიფიცირებულ იქნა მთა ცირცეოსთან (ლატინას პროვინცია, სან ფელიჩე ცირცეო, ლაციო, იტალია), იტალიის დასავლეთ სანაპიროზე, რომის სამხრეთით, დაახლოებით 100 კილომეტრში მდებარე, რომელიც, ალბათ გამოიყურებოდა როგორც კუნძული ჭაობების და ზღვის გამო, გარსშემორტყმული მის ჩამოყალიბებამდე, და რომელიც პატარა ნახევარკუნძულს წარმოადგენს. ეს უკვე იყო ნახევარკუნძული დიონისე ჰალიკარნასელის მიხედვით. თუმცა, შესაძლოა, ეს იყო ასევე კუნძული. ჰომეროსის პერიოდში წარმოადგენდა, გრძელ ლიდოს[3] ან ქვიშიან ნახევარკუნძულს, რომელიც ზოგადი გეოლოგიური პროცესის მიმდინარეობისას თანდათან შეუერთდა მატერიკს. არქეოლოგები ერთ გამოქვაბულს ან გროტს აიდენტიფიცირებდნენ კონცხთან, როგორც "Grotta della Maga Circe", ცირცეს გამოქვაბული. მეორე ადგილი იქნა ნაპოვნი ახლომდებარე კუნძულ პონცაზე. ითვლება, რომ ცირცეს ჰქონდა საკუთარი ზაფხულის სახლი ცირცეს მთაზე და საკუთარი ზამთრის სახლი პონცაზე, რომელიც, ალბათ, არის კუნძული აიაია.

აიაიას დატოვებამდე, ოდისევსმა ცირცესგან მიიღო ინსტრუქტაჟი თუ როგორ უნდა გადაელახა ოკეანე[4] და ჩრდილოეთის ქარის დახმარებით მიეღწია მიწისქვეშა სამყაროს:

თარგი:Blockquote

სხვა ჰიპოტეთური ადგილმდებარეობა

რობერტ გრეივზი („ბერძნული მითები“) აიაიას აიდენტიფიცირებს კუნძულ ლოშინთან, მდებარეს ისტრის ნახევარკუნძულის მახლობლად, ადრიატიკის ზღვის ჩრდილოეთით.

ტიმ სევერინი („ულისეს მოგზაურობა“) აიაიას აიდენტიფიცირებს კუნძულ პაკსოსთან, მდებარეს იონიის ზღვაში, საბერძნეთის სანაპიროს სიახლოვეს, ყველაზე პატარა იონიის შვიდი მთავარი კუნძულიდან.

გედლ ლომენი („ზღვა ბერძნულ წარმოსახვაში“) აიაიას აიდენტიფიცირებს კუნძულ კვიპროსთან, მდებარეს ხმელთაშუაზღვის აღმოსავლეთით.

აიაია ლიტერატურაში

რიჩარდ ოლდინგტონის რომანში „ყველა ადამიანი მტერია“ (1933), აიაია კუნძულია, „თორმეტი საათის სავალი ნეაპოლიდან“ (აშკარად მითიური), სადაც გვხვდებიან მისი გმირები, და მათ შორის სიყვარული ღვივდება.

ჯონ ბენვილის 1993 წლის რომანში „მოჩვენებები“, გემმა კატასტროფა განიცადა, შეეჯახა რა უსახელო კუნძულს; ერთი პერსონაჟი, სოფია, ვარაუდობს, რომ ეს აიაიაა; მეორე ეუბნება: „დიახ ... დიახ, აიაიაა: შენ იგრძნობ თავს როგორც საკუთარ სახლში, უეჭველი“, მიუთითებს რა სოფიას ცირცეულ ბუნებას.[5]

კოლხეთში[6][7][8] აიას (Αἶα) მეფის, აიეტის დის, ცირცეს და მისი ასულის, მედეას ეპითეტი იყო „აიაიაელი“ (ძვ. ბერძნ. Αἰαίη).

ცირცეს შვილმა, ტელეგონუსმა ასევე მიიღო ეს ეპითეტი.[9] ეს იყო ასევე კალიფსოს სახელი, რომელიც, როგორც თვლიდნენ, დასახლდა პატარა კუნძულზე სახელით აიაია, იტალიის და სიცილიის სრუტეებს შორის.[10][11]

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. სპეციფიკური. უცხო სიტყვათა ლექსიკონი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
  2. William H. Race, Apollonius Rhodius: Argonautica, Loeb Classical Library (2008), 4.654–661
  3. ლიდო. უცხო სიტყვათა ლექსიკონი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
  4. Homer's Odyssey 10.503
  5. Banville, John. Ghosts, page 7.
  6. Apollonius of Rhodes, III. 1136, IV. 559
  7. Homer, Odyssey IX. 32
  8. Virgil, Aeneid III. 386
  9. quid petis Aeaei moenia Telegoni?, Propertius 2.32.4
  10. Pomp. Mela, II. 7
  11. Propert. III. 10." 81

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted