აითაირა
აითაირა (აფხ. Аиҭаира — „აღორძინება“) — სოციალურ-პოლიტიკური მოძრაობა სეპარატისტულ აფხაზეთის რესპუბლიკაში. დაარსდა 2001 წელს, როგორც პირველი ოპოზიციური მოძრაობა, აფხაზეთის ყოფილი ე. წ. პრეზიდენტის, ალექსანდრე ანქვაბის მიერ. მოძრაობის დღევანდელი ლიდერია ყოფილი ე. წ. პრემიერმინისტრი ლეონიდ ლაკერბაია.[1]
აითაირა, 2004 წლის სეპარატისტების საპრეზიდენტო არჩევნებში, ალექსანდრე ანქვაბს უჭერდა მხარს, მაგრამ მას შემდეგ, რაც ე. წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ანქვაბი კანდიდატთა სიიდან ამოიღო, იგი "ერთიანი აფხაზეთის", "ამცახარა"-ს და აფხაზეთის დამოუკიდებელი პროფკავშირების ფედერაციის სერგეი ბაგაფშის მხარდამჭერ ბლოკს შეუერთდა. არჩევნების შედეგად წარმოშობილი კრიზისის შემდეგ, მიღწეულ იქნა კომპრომისი, რის შედეგადაც, ალექსანდრე ანქვაბმა ბაგაფშის მთავრობაში პრემიერმინისტრის პოსტი დაიკავა.[2]
მოძრაობის პოლიტიკური საბჭო შედგება 23 ადამიანისგან. პოლიტსაბჭოს პრეზიდიუმში შედიან: ლეონიდ ლაკერბაია, ოლეგ დამენია, ირინა აგრბა, ვიაჩესლავ კოკოსკირი, დაურ ნაჭყებია და რომან გერია.
აითაირას აქვს რეგიონული ორგანიზაციები აფხაზეთის მთელ ტერიტირიაზე.
სქოლიო
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ Abkhazia: President, Opposition Trade Accusations. რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება (2007-03-22).
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted