აკაცია
აკაცია (ლათ. Acacia) — მცენარეთა გვარი მიმოზისებრთა ქვეოჯახისა. უმეტესად ეკლიანი ხეებია. გვხვდება ორივე ნახევარსფეროს ტროპიკებსა და სუბტროპიკებში. ცნობილია 750-მდე სახეობა. მათგან ნახევარზე მეტი გავრცელებულია ავსტრალიაში (იქ აკაცია ეროვნული ემბლემაა), ნაწილი კი — აფრიკასა და ამერიკაში. საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე შემოტანილია ლეგა აკაცია (ლათ. Acacia dealbata), აბანოზის აკაცია (ლათ. Acacia melanoxylon) და სხვა.
აკაცია იზრდება მშრალ უდაბნოებსა (მექსიკა, ავსტრალია) და ჭარბტენიან ადგილებში (ინდოეთი, მადაგასკარი). წყვილფრთისებრ-რთული ფოთლები მორიგეობით აქვს განლაგებული. მრავალ სახეობას (უმთავრესად ავსტრალიურს) ფოთლის ფირფიტა არ უვითარდება და ფოტოსინთეზის ფუნქციას ფოთოლივით გაფართოებული ყუნწი, ე. წ. ფილოდიუმი ასრულებს. სხვა სახეობებს აქვს ეკლებად გარდაქმნილი თანაფოთლები.
აკაციის წვრილ-წვრილი, თეთრი, მოყვითალო ან ნარინჯისფერი ყვავილები საგველად ან მტევნად არის შეკრებილი. ნაყოფი პარკია. აკაციას როგორც სწრაფმზარდ მცენარეს რგავენ ფერდობების გატყიანებისა და ქალაქების გამწვანებისათვის, მის მერქანს კი იყენებენ ავეჯის
ხე), თეთრი ანუ ცრუაკაცია (რობინიის გვარისა) და ე. წ. ყვითელი აკაცია (უძრახელას გვარის ბუჩქი).
გალერეა
-
აკაცია ცრუ Robinia pseudo-acacia Robinie
-
აკაცია ცრუ Robinia hispida borstige Robinie
-
აკაცია Acacia retinodes Wasser-Akazie
-
აკაცია Acacia retinodes Wasser-Akazie
-
ყვითელი აკაცია (უძრახელა) Caragana arborescens
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1975. — გვ. 248.