შინაარსზე გადასვლა

ალავესი (საფეხბურთო კლუბი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დეპორტივო ალავესი
ფაილი:დეპორტივო ალავესის ლოგო.svg
სრული სახელი Deportivo Alavés, S.A.D.
მეტსახელი დიდებული (ესპ. El Glorioso),
(ბასკ. Babazorroak)
დაარსდა 1921; 104 წლის წინ (1921)
სტადიონი მენდისოროსა
ვიტორია, ბასკეთი
(ტევადობა: 19,840 მაყურებელი)
პრეზიდენტი ესპანეთის დროშა ანფონსო ფერნანდეს დე ტროკონიზი
მწვრთნელი არგენტინის დროშა მაურისიო პელიეგრინო
კაპიტანი ესპანეთის დროშა მანუ გარსია
ლიგა პრიმერა დივიზიონი
2023/24 მე-10 ადგილი
საიტი ოფიციალური საიტი

საფეხბურთო კლუბი „დეპორტივო ალავესი“, ან უბრალდოდ „ალავესი“ (ესპ. და ბასკ. Deportivo Alavés, S.A.D.) — ესპანური საფეხბურთო კლუბი. დაარსდა 1921 წელს, ბასკეთის ავტონომიური გაერთიანების ქალაქ ვიტორიაში. ასპარეზობს ესპანეთის პრიმერა დივიზიონში, რომელშიც აღზევდა 2016 წელს, სეგუნდა დივიზიონში დაიკავა 1-ლი ადგილი. საშინაო მატჩებს ატარებს სტადიონ მენდისოროსაზე. საშინაო ფორმაზე არის ლურჯი და თეთრი ზოლები.

კლუბის ყველაზე დიდი წარმატება იყო 2001 წელს, როდესაც ითამაშა უეფა-ს თასის ფინალში, სადაც „ლივერპულთან“ დამარცხდა, 5-4 ოქროს გოლის წესით.

ისტორია

კლუბი დაარსდა 1921 წელს. 8 წლის შემდეგ პირველად აღზევდა ესპანეთის პრიმერა დივიზიონში, სადაც 3 წელი გაატარა. 1950-იან წლებში კიდევ ერთხელ აღზევდა პრიმერა დივიზიონში, ამჯერად ორი სეზონით.

მრავალწლიანი წარუმატებელი სერიის შემდეგ, 1990-იან წლებში, „ალავესმა“ საბოლოოდ შეძლო ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის გამარჯვებულის ტიტულის მოპოვება, 1995-1998 წლებში, 3-ჯერ დაიკავა პირველი ადგილი სეგუნდა დევიზიონ ბ-ში, მესამე ცდაზე შეძლო დონით მეორე ჩემპიონატში აღზევება. 1997-98 წლების სეზონში, სეგუნდა დივიზიონში დაიკავა პირველი ადგილი და დაბრუნდა ესპანეთის უმაღლეს ლიგაში 42 წლიანი განშორების შემდეგ.

1998-99 წლების პრიმერა დივიზიონის სეზონში დაქვეითებას 1 ქულით გადაურჩა. მომავალ სეზონში 2 მატჩი მოუგო „ბარსელონას“ და ჩემპიონატში მე-6 ადგილის დაკავების შემდეგ მოიპოვა უეფა-ს თასის გათამაშებაში მონაწილეობის უფლება.

მომავალ სეზონში პრიმერა დივიზიონში დაიკავა მე-10 ადგილი. 2000-01 წლების სეზონში ბასკურმა კლუბმა შეძლო უეფა-ს თასის ფინალში გასვლა, იტალიური „ინტერის“, თანამემამულე ესპანური „რაიო ვალიეკანოსა“ და გერმანული „კაიზერსლაუტერნის“ (გამანადგურებელი ანგარიშით, ჯამში 9-2) დამარცხებით. ფინალში „ალავესი“ „ლივერპულთან“, თამაშის დამატებით დროში გადასვლის შემდეგ, ავტოგოლით დამარცხდა, რომელიც „ოქროს გოლის“ წესით ჩაითვალა, ინგლისურმა კლუბმა 4-3 გაიმარჯვა. მატჩში 2-მა ფეხბურთელმა მიიღო წითელი ბარათი, ასევე გასული 9 გოლის გარდა კიდევ 2 გოლი გავიდა, მაგრამ არ ჩაითვალა. მრავალი გულშემატკივარის აზრით ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი მატჩი ტურნირის ისტორიაში.[1]

2001-02 წლების სეზონში კლუბმა პრიმერა დივიზიონში დაიკავა მე-7 ადგილა ზედიზედ მეორედ შეძლო უეფა-ს თასზე გასვლა. 2 წლის წინანდელი შედეგისგან განსხვავებით ამჯერად „ალავესმა“ ვერ შეძლო შორს გასვლა. პირველ ეტაპზე დაამარცხა თურქული „ანკარაგიუჯიუ“, ხოლო მეორე ეტაპზე ასევე თურქულ „ბეშიქთაშთან“ დამარცხდა, 2 მატჩის ჯამში 2-1.

2003 წლის 26 იანვარს, „რეალ ვალიადოლიდთან“ გამარჯვებუთ „ალავესმა“ მისი მე-100 გამარჯვება იზეიმა პრიმერა დივიზიონში. თუმცა, 2002-03 წლების სეზონში კლუბმა დაიკავა მე-19 ადგილი და დაქვეითდა სეგუნდა დივიზიონში.

2 წლის შემდეგ, კლუბი კვლავ აღზევდა პრიმერა დივიზიონში. ამ დროისთვის „ალავესი“ უკრაინელ-ამერიკელმა ბიზნესმენმა, დიმიტრი პიტერმანმა შეიძინა. ასვე მრავალი დაპირისპირება მოხდა მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს შორის.[2] ასევე ფანებს შორისაც.[3] უმაღლეს ლიგაში დაბრუნება ერთსეზონიანი გამოდგა, 2005-06 წლების სეზონში კლუბმა შეიცვალა 3 მთავარი მწვრთნელი და დაიკავა მე-18 ადგილი ჩემპიონატში, 1 ქულა დააკლდა გადარჩენისგან. პიტერმანმა კლუბიდან 2007 წელს წავიდა, კლუბს დიდი რაოდენობით ვალები დაუტოვა. სეგუნდა დივიზიონიდან დაქვეითებასთან 3 სეზონიან ბრძოლაში (2006-07 და 2007-08 წლების სეზონში დაიკავა მე-17 ადგილი, ხოლო 2008-09 წლების სეზონში მე-19) „ალავესი“ საბოლოოდ დამარცხდა და 2008-09 წლების სეზონში დონით მესამე ჩემპიონატში დაქვეითდა.

ფაილი:Depor - Alaves 2013.jpg
„დეპორტივო“ ლა-კორუნია „დეპორტივო ალავესის“ წინააღმდეგ, 2013.

წარუმატებლობის პერიოდი „ალავესისთვის“ 4 წელს გაგრძელდა, სანამ კლუბი ხოსე ანტონიო კერეხეტამ არ შეიძინა,[4] რომელმაც ეკონომიკური პრობლემები მოაგვარა. შედეგად 2013 წელს „დეპორტივო ალავესი“ დაბრუნდა სეგუნდა დივიზიონში. 3 წლის შემდეგ, 2016 წლის 29 მაისს, სეგუნდა დივიზიონის ბოლო ტურში, დაამარცხა „ნუმანსია (2-0) და 1 ადგილით აღზევდა პრიმერა დივიზიონში.

2016 წლის 10 სექტემბერს, ჩემპიონატში დაბრუნების შემდეგ „ალავესმა“ მოიგო პირველი პრიმერა დივიზიონის მატჩი „ბარსელონის“ წინააღმდეგ. 2017 წლის 7 თებერვალს, კლუბმა შეძლო ესპანეთის თასის ფინალში გასვლა, ნახევარფინალში დაამარცხა „სელტა“. ეს იყო პირველი შემთხვევა კლუბის ისტორიაში, როდესაც „ალავესმა“ შეძლო ეროვნული თასის ნახევარფინალში გასვლა, მანამდე საუკეთესო შედეგი იყო ნახევარფინალი, 1998 და 2004 წლების სეზონში. ფინალში მათი მეტოქე „ბარსელონა“ იყო, რომელმაც პრიმერა დივიზიონში განცდილი მარცხის გამო შური იძია და „დეპორტივო ალავესს“ თავისსავე მოედანზე 6-0 მოუგო.[5]

ტიტულები

საშინაო ჩემპიონატები

გამარჯვებული (4): 1929/30, 1953/54, 1997/98, 2015/16
გამარჯვებული (4): 1992/93, 1993/94, 1994/95, 2012/13
გამარჯვებული (6): 1940/41, 1960/61, 1964/65, 1967/68, 1973/74, 1989/90

ევროტურნირები

ფინალისტი (1): 2000/01

ევროტურნირებზე

სეზონი ტურნირი ეტაპი მოწინააღმდეგე მატჩი 1 მატჩი 2 ჯამში
2000-01 უეფა-ს თასი ესკიზის შექმნის შეცდომა: გაზიანთესფორი 0 : 0 4 : 3 4 : 3
ნორვეგიის დროშა ლილესტრემი 3 : 1 2 : 2 5 : 3
ესკიზის შექმნის შეცდომა: რუსენბორგი 1 : 1 3 : 1 4 : 2
იტალიის დროშა ინტერი მილანი 3 : 3 2 : 0 5 : 3
1/4 ესპანეთის დროშა რაიო ვალიეკანო 3 : 0 1 : 2 4 : 2
1/2 გერმანიის დროშა კაიზერსლაუტერნი 5 : 1 4 : 1 9 : 2
ფინალი ინგლისის დროშა ლივერპული 4 : 5 (დ.დ.)
2002-03 უეფა-ს თასი თურქეთის დროშა ანკარაგიუჯიუ 2 : 1 3 : 0 5 : 1
თურქეთის დროშა ბეშიქთაში 1 : 1 0 : 1 1 : 2
  • საშნაო მატჩები აღნიშნულია მუქი შრიფტით

მიმდინარე შემადგენლობა

<templatestyles src="Template:Football squad player/styles.css" /> შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
1 მეკარე თარგი:Fba/core ფერნანდო პაჩეკო
2 მცველი თარგი:Fba/core როდრიგო ელი
3 მცველი თარგი:Fba/core რაულ გარსია კარნერო
4 მცველი თარგი:Fba/core ალექსის რუანო
5 მცველი თარგი:Fba/core ვიქტორ ლაგუარდია
6 ნახევარმცველი თარგი:Fba/core მარკოს ლიორენტე
7 თავდამსხმელი თარგი:Fba/core რუბენ სობრინო
8 ნახევარმცველი თარგი:Fba/core ვიქტორ კამარასა
9 თავდამსხმელი თარგი:Fba/core კრისტიან სანტოსი
10 ნახევარმცველი თარგი:Fba/core ოსკარ რომერო
11 ნახევარმცველი თარგი:Fba/core იბაი გომესი
12 ნახევარმცველი თარგი:Fba/core სერხიო ლიამასი
პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
13 მეკარე თარგი:Fba/core ადრიან ორტოლა
15 მცველი თარგი:Fba/core ტეო ერნანდესი
16 ნახევარმცველი თარგი:Fba/core დანიელ ტორესი
17 ნახევარმცველი თარგი:Fba/core ედგარ მენდესი
18 ნახევარმცველი თარგი:Fba/core გაისკა ტოკერო
19 ნახევარმცველი თარგი:Fba/core მანუ გარსია (კაპიტანი)
20 თავდამსხმელი თარგი:Fba/core დეივერსონი
21 მცველი თარგი:Fba/core კიკო ფემენია
22 მცველი თარგი:Fba/core კარლოს ვიგარაი
23 ნახევარმცველი თარგი:Fba/core ნენად კრსტიტიჩი
24 მცველი თარგი:Fba/core ზუჰაირ ფედალი
25 ნახევარმცველი თარგი:Fba/core ალექსანდარ კატაი

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. The greatest matches of all time; The Daily Telegraph, 4 ივლისი, 2007
  2. Carreras denuncia el "trato vejatorio" de Piterman (Carreras denounces "vexatious treatment" by Piterman); 20 Minutos, 16 თებერვალი, 2006 (ესპანური)
  3. Dimitri Piterman llama "subnormales" a los aficionados del Alavés (Dimitri Piterman calls Alavés' fans "morons"); 20 Minutos, 22 თებერვალი, 2006 (ესპანური)
  4. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  5. Alavés 0-6 Barcelona, February 2017. BBC Sport. ციტირების თარიღი: 17 თებერვალი, 2017.

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted