ალექსანდრე ბერიძე
თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი
ალექსანდრე ბერიძე | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ალექსანდრე ბერიძის პორტრეტი, 1882, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი | |
დაიბადა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
დაბადების ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
გარდაიცვალა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
გარდაცვალების ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ეროვნება | ქართველი |
სფერო |
ფერწერა გრაფიკა |
მიმდინარეობა | ახალი ქართული რეალიზმი |
ჟანრი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ცნობილი ნამუშევრები |
„მოღიმარი მოხუცი“ (1881) „წინდის მქსოველი გოგონა“ (1892) |
საიტი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ხელმოწერა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ალექსანდრე ლონგინოზის ძე ბერიძე (დ. 1858, თბილისი ― გ. 1917, ვლადიკავკაზი) — ქართველი ფერმწერი და გრაფიკოსი, ახალი ქართული რეალისტური მხატვრობის ერთ-ერთი ფუძემდებელი.
ბიოგრაფია
სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში და თბილისის „ხელოვნების წამახალისებელ საზოგადოებასთან“ არსებულ სამხატვრო სკოლაში (1971-1877); იყო ლენინგრადის სამხატვრო აკადემიის (1877-1878, 1881-1882) თავისუფალი მსმენელი. 1879-1880 და 1883-1885 ცხოვრობდა იტალიაში, მუშაობდა ქალაქ ნეაპოლის სამეფო სამხატვრო სასწავლებელში. იტალიაში დაეუფლა გრაფიკის ხელოვნებას. საქართველოში აგზავნიდა ილუსტრირებულ ფურცლებს „ხმა იტალიიდან“, რომლებსაც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება დიდი ტირაჟით ბეჭდავდა. ფურცლებზე გამოსახული იყო იტალიის ხედები, იტალიელთა, მ. შ. ჯუზეპე გარიბალდის, პორტრეტები.
1885 წელს დაბრუნდა სამშობლოში. თანამშრომლობდა ჟურნალებში „კვალი“ და „თეატრი“. ჟურნალ „თეატრში“ აქვეყნებდა გამოჩენილი ქართველ მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების პორტრეტებს.
1886 წელს დახატა ფარდა „არტისტული წრის“ თეატრისათვის, შექმნა ესკიზები თეატრალური დადგმებისათვის, 900-იანი წლების დასაწყისში შემოქმედებით-პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ბათუმში. 1906 წელს გადასახლდა ვლადიკავკაზში, სადაც გარდაცვალებამდე კადეტთა კორპუსში ასწავლიდა ხატვას.
ბერიძის შემოქმედებაში აღსანიშნავია ორი პერიოდი. პირველი პერიოდის (1881-1885) ნამუშევრებია „რ. გველესიანის პორტრეტი“ (1881), „მოღიმარი მოხუცი“ (1881), „ქალის პორტრეტი“, „უცნობი მოხუცის პორტრეტი“ (1882). ეს ტილოები შესრულებულია თავისუფალი ფერწერული მანერით და ფსიქოლოგიური ხასიათისაა, მათში გახსნილია გმირთა შინაგანი ბუნება.
მეორე პერიოდის ნამუშევრებში ასახულია გლეხური ყოფის თემატიკა: „სალამურიანი ბიჭი“ (1892), „სალამურზე დამკვრელი“ (1895), „წინდის მქსოველი გოგონა“ (1892), „მწყემსი ბიჭი“ და სხვა. ამ ნამუშევრებში ნათლად ჩანს ბავშვების დიდი სიყვარული და ფაქიზი დამოკიდებულება ნატურისადმი, მაგრამ ფერწერის მხრივ ისინი შედარებით მშრალია. ბერიძის ყველა სურათი ინახება საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში.
გალერეა
-
„მოღიმარი მოხუცი“ (1881)
-
„წინდის მქსოველი გოგონა“ (1892)
-
„მაკო საფაროვა-აბაშიძე ოფელიას როლში“ (1886)
ლიტერატურა
- მასხარაშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1977. — გვ. 322.