შინაარსზე გადასვლა

ალთუნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფაილი:Sultani of Ahmed III, 1703.jpg
სულთან აჰმედ III, 1703

ალთუნი (თურქ. altun — ოქრო) — თურქული ოქროს მონეტა. იჭრებოდა კონსტანტინოპოლის აღების (1453) შემდეგ. წონა 3,5 გრამი. ალთუნი სხვადასხვა ტიპისაა. XVIII საუკუნის დასაწყისიდან ალთუნის შუბლზე გამოსახულია მოჭრის ადგილი, დრო და თუღრა, ზურგზე არაბულად აწერია: „სულთანი მფლობელი ხმელეთისა, მპყრობელი ზღვებისა, სულთანი ძე სულთნისა“. არაბული ზედწერილები შესრულებულია მაღალი კალიგრაფიული ოატატობით.

საქართველოში ალთუნი XVI საუკუნიდან გავრცელდა. აღმოჩენილია ქუთაისში, უდეში (ადიგენის რაიონი), ლეხურის ხეობაში. ოსმალების მიერ თბილისის აღების (1723) შემდეგ, ოსმალეთის სულთან აჰმედ III-ის სახელით თბილისში მოჭრა ალთუნი და ორმაგი ალთუნი, ე. წ. ალთუნ-აშრეფი (წონა 6,15 გ), რომელიც უიშვიათესი მონეტაა.

ლიტერატურა

  • Быков А. А., Монеты Турции XIV-XVII веков, Л., 1939
მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=ალთუნი&oldid=10921“-დან