ამაწურასგუ
იერსახე
ამაწურასგუ (აფხ., სიტყვასიტყვით - გულის მსახური), ყმა გლეხების მცირერიცხოვანი ზედაფენა გვიანდელ ფეოდალურ აფხაზეთში. ყმების ძირითადი მასისაგან (ახოიუ) განსხვავებით, გარკვეული უფლებრივი და ქონებრივი პრივილეგიებით სარგებლობდნენ.