ამტყელის ტბა
თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი
ამტყელის ტბა | |
---|---|
ფაილი:Amtkeli.jpg | |
კოორდინატები: თარგი:Nobr | |
მდებარეობა | საქართველოს დროშა საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | გულრიფშის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 507 მ |
ფართობი | 0,58 კმ² |
საშუალო სიღრმე | 29,6 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 64 მ |
აუზის ფართობი | 153 კმ² |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ამტყელი, აზანთა[1] — ტბა საქართველოში, გულრიფშის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე ამტყელის ხეობაში, ზღვის დონიდან 507 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 0,58 კმ², აუზის ფართობი 153 კმ², საშუალო სიღრმე 29,6 მ, მაქსიმალური სიღრმე 64 მ.[2] წლის განმავლობაში წყლის დონის მკვეთრი მერყეობის გამო (30–35 მ) ცვალებადია ტბის ზედაპირის ფართობი და სიღრმე. ამტყელის ტბა წარმოიშვა 1891 წლის 3 ოქტომბერს, როდესაც მთა პატარა შხაპაჭის ფერდობის ჩამოქცევის შედეგად აქ გზა ჩაეხერგა მდინარე ამტყელს. ამტყელი საზრდოობს თოვლითა და წვიმით. წყლის დონე მაღალია გაზაფხულის ბოლოსა და ზაფხულის დასაწყისში, დაბალია — ზამთარში. ტბას ერთვის მდინარე ამტყელი. ამტყელის წყალი ცივია, ზაფხულობით ზედაპირზე მისი ტემპერატურაა 18–20 °C, ფსკერთან 5 °C. იყინება მხოლოდ სუსხიან ზამთარში. ამტყელში ბინადრობს კალმახი, ჩვეულებრივი წვერა, ტობი, ფრიტა და სხვა თევზი.[3]
სქოლიო
- ↑ თარგი:სგსოლ
- ↑ Апхазава И. С. Озера Грузии. Тбилиси: Мецниереба, 1975. 181 с.
- ↑ აფხაზავა ი., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1997. — გვ. 138.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted