ანასეულის ნამოსახლარი
ანასეულის ნამოსახლარი — ნეოლითური ნამოსახლარი ქალაქ ოზურგეთის გარეუბან ანასეულში.
1956-1963 წლებში ლ. ნებიერიძის ხელმძღვანელობით გათხარეს ნეოლითური ხანის სამოსახლო ბორცვები, რომლებსაც „მიწის ციხეს“ უწოდებენ. მათ შორის მანძილია 1,5 კმ. მოპოვებული არქეოლოგიური მასალა კინტრიშისა და გურიანთის არქეოლოგიური მასალის მსგავსია.
ანასეულ I-ში ნაპოვნია ადრინდელი ნეოლითის ხანის ე. წ. უკერამიკო ნეოლითის ხანის ქვის ინვენტარი: საჭრისები, საფხეკები, ისრისპირი და სხვა, რომელთა დიდი ნაწილი (80%) ობსიდიანისაა. ანასეული II განეკუთვნება გვიანდელი ნეოლითის ხანას და მისი არქეოლოგიური მასალა უფრო მრავალფეროვანია. ქვის იარაღის (საჭრისები, საფხეკები დ სხვ) 77% კაჟისაა, მრავლად არის რიყის ქვის იარაღი: გახეხილ-გაპრიალებული, გახვრეტილი ცულები, სათლელები, სატეხები, წერაქვის მსგავსი იარაღი, ხელჩაქუჩები, შურდულის ქვები და სხვა. კერამიკული ნაწარმიდან აღსანიშნავია პირგადაშლილი, სწორკედლიანი და ბრტყელძირა უყურო ჭურჭლის ნატეხები, რომელთა უმეტესობა შემკულია ტალღისებრი, ჭდეებიანი და ფოსოებიანი ორნამენტებით.
ანასეულის ნამოსახლარში ნავარაუდებია რკინის გამოდნობა მაგნეტიტური ქვიშიდან.[1] აღმოჩენილია რკინის გამოსადნობი ქურების ნაშთები, საბერველები, ლითონი, წიდები.
ლიტერატურა
- დ. თუშაბრამიშვილი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1975. — გვ. 430.
- ნებიერიძე ლ. „ადრე ნეოლითური ხანის ნაშთები ანასეულიდან“ ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინსტიტუტის შრომები ტ. 7 — 1964
- ნებიერიძე ლ. „დასავლეთ ამიერკავკასიის ნეოლითი“ — თბილისი, 1972
- „საქართველოს არქეოლოგია“ / რედ: აფაქიძე ა., თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1959. — გვ. 251.
რესურსები ინტერნეტში
თარგი:საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა თარგი:საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა
სქოლიო
- ↑ გოგაძე, ე., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1986. — გვ. 574.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted